რეალურად სუსის ახალი ფუნქცია არის პოლიტიკური დევნა, განსხვავებული აზრის დევნა, ასეთი ტიპის სამსახური აღარ უნდა არსებობდეს – ხოშტარია

რეალურად სუსის ახალი ფუნქცია არის პოლიტიკური დევნა, განსხვავებული აზრის დევნა, ასეთი ტიპის სამსახური აღარ უნდა არსებობდეს – ამის შესახებ განცხადება, ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატის, გიორგი ლილუაშვილი მოსმენისას გააკეთა.

“სუსი დიდი გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ასეთი ტიპის სამსახური აღარ უნდა არსებობდეს, როგორიც ადრე კუდი იყო ახლა სუსი. რეალურად, თქვენი ახალი ფუნქცია არის პოლიტიკური დევნა, განსხვავებული აზრის დევნა და პოლიტიკური პოლიცია. მე მაგალითად ვიცნობ ძალიან ბევრ თანამშრომელს აქციებიდან. შეხუმრებულებიც კი ვართ ხოლმე, იმდენად კომიკურია სუს-ის მოგზავნა, ვითომ, როგორც სტუდენტის ან მანქანა დგას და ხელს უქნევ.” – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი : ორივე მხარისგან ვისმენთ მზაობას, ვფიქრობ, ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია
შემდეგი სტატიაბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში რჩება