გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით წერს, რომ საქართველოში არჩევანი უკვე არ ეკუთვნის ხალხს.
“რატომ არ უნდა წავიდეს ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე? წლებია, ყველა ვხედავთ, როგორ ტარდება საქართველოში არჩევნები. – ვითომ დემოკრატიულად, მაგრამ რეალურად ყველაფერი заранееა დაგეგმილი.
მარტო 2024 წლის არჩევნებიც საკმარისია, რომ ყველაფერი გვესმოდეს:
არჩევანი ხალხს აღარ ეკუთვნის. – შედეგები წინასწარ დაიწერება, ვის რამდენი % ექნება, ვინ მოიგებს და ვინ „წააგებს“. ამას ოცნება უპრობლემოდ გააკეთებს სუსის, შსს-ს და ადმინისტრაციული რესურსების მეშვეობით;
საზოგადოებას ისევ დააშინებენ, ყალბ სიებს ისევ შექმნიან, და ახალ პროპაგანდისტულ სცენარებს გამოყრიან იმედისა და პოსტივის ტელევიზიებით;
უბნებზე მობილიზებული ეყოლებათ მხოლოდ თავიანთი ხალხი. – ნეიტრალური დამკვირვებლები პრაქტიკულად აღარ და ვეღარ იქნებიან. მიღებული კანონებით ფიზიკურად ვეღარ დაორგანიზდება. (თუ ვინმე მოინდომებს ამას – უბრალოდ გააუქმებენ და რა შეუშლით ხელს ამის გსაკეთებლად?) გარედან ვითომ „ყველაფერი წესრიგშია“, იქნება, მაგრამ რეალურად – ეს 2024 წელზე გაცილებით მასშტაბური გაყალბება იქნება;
ოპოზიციის მონაწილეობა იქნება მხოლოდ დეკორაცია.
ხელისუფლება ამას გამოიყენებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს უთხრას: “აი, ხომ ხედავთ? ყველა მონაწილეობს – დემოკრატია გვაქვს!” – მაგრამ ეს ხომ სიყალბეა და ტყუილი;
უკვე დაწყებულია ე.წ. „დახამრების სიების“ შედგენა შსს-ში და თავდაცვის სტრუქტურებში, რასაც სუს-ი კურირებს. – გგონიათ რამეს გააპროტესტებთ? სასამართლოში იჩივლებთ? ყველაფერი მათ ხელშია – როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან. ისევ დასცინებენ ქართველ ხალხს. იმიტომ, რომ არც პროტესტს აფასებენ, არც საკუთარ მოქალაქეებს – და არც საკუთარ ამომრჩევლებს.
შესაბამისად, სანამ საქართველოში:
🔹 არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო;
🔹 სუსი და შსს არ ჩამოშორდებიან საარჩევნო პროცესს;
🔹 ცესკო და სასამართლო არ გახდებიან დამოუკიდებელი;
🔹ციხეში ეყოლებათ გამოკეტილი ადამიანები, რომლებსაც აბსურდული ბრალდებით ასამართლებენ.
ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს ამ გაყალბებული სისტემის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს – თამაშში შესვლას, რომლის შედეგი უკვე დაწერილია.
📢 სანამ არ მოგვცემენ რეალურ არჩევნებს, ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ არც შანსი და არც სცენა.
📢 ჯერ უნდა დაბრუნდეს დემოკრატია – მერე ექნება აზრი არჩევნებში მონაწილეობას.
🔴 P.S. სიტყვები, რომ „არჩევნები ერთადერთი გზაა, რომ ხალხმა მშვიდობიანად დაიბრუნოს ძალაუფლება“ – ამ რეჟიმთან უბრალოდ ბლეფია. ეს მექანიზმი მუშაობს მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. საქართველოში კი ამჟამად არც არჩევნებია და არც დემოკრატია”, – წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.