“რეალურად, ხდება მათი ტექნიკუმად გადაკეთება”, – ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა თსუ-ის უნივერსიტეტის ლექტორი თამარ ბელქანია საგანმანათლებლო რეფორმებთან დაკავშირებით, მთავრობის დღევადელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, „განათლების რეფორმა“ არ არის ორიენტირებული განათლებაზე.
აღნიშნული გადაწყვტილების სავარაუდო მიზანსა და შედეგებზე, თამარ ბელქანიამ განცხადება “თაიმერთან” საუბრისას გააკეთა:
“ხელისუფლებამ გამოაცხადა „განათლების რეფორმის“ შემდეგი ეტაპი, ისე, რომ ეს საუნივერსიტეტო საზოგადოებამ, კვლავ განათლების მინისტრის პრესკონფერეციიდან შეიტყო, უცნობია რა კვლევას ეყრდნობა ან კვლევის რა მეთოდოლოგია გამოიყენა ხელისუფლებამ, ან კონკრეტულად რომელი ექსპერტია ჩართული იმ გადაწყვეტილებებში, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის, ახალციხის და გორის უნივერსიტეტებს, აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმსა და პედაგოგიკაზე დაუდგინა აქცენტი. საუბრია ორ საოკუპაციო ხაზზე მყოფ უმაღლეს სასწავლებლებზე სადაც წამყვანი სწორედ პოლიტიკის მეცნიერებები უნდა იყოს. რეალურად, ხდება მათი ტექნიკუმად გადაკეთება.
ასევე, წარმოუდგენელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამგვარი “გამოშიგნვა“, მისი ისტორიული მისიის მოშლა. რაც მიმანიშნებელია, რომ „განათლების რეფორმა“ არ არის ორიენტირებული განათლებაზე და ნაკარნახევი ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე, გამოიკვეთა, რომ დედა უნივერსიტეტი რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც კარგავს.
შეუძლებელია ამ „რეფორმის“ შინარსში შესვლა რადგან, ნათელია, რომ ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ხელისუფლება გარეგნულად ინარჩუნებს სიმშვიდეს, თუმცა, მისი ყველა ნაბიჯი არის მიმართული საზოგადოებრივი დაძაბულობისაკენ და კარგად იკვეთება მიზანმიმართული გეგმა ქვეყნის დასაშლელად”, – აცხადებს თამარ ბელქანია “თაიმერთან”.
















