რეალურად, არ გასინჯულა ავადმყოფი ისე, როგორც საჭირო იყო – ალასანია

„გაუარესება ეს ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა, რეალურად, არ გასინჯულა ავადმყოფი ისე, როგორც საჭირო იყო“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა საავადმყოფოში პირადი ექიმისა და ალტერნატიული კონსილიუმის დაშვებაზე ულტიმატუმი არაა.

„იმის შესაძლებლობა მაინც უნდა იყოს, რომ ოჯახის ექიმი, პირადი ექიმი უნდა შევიდეს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაქვემდებარებული იქნება იმ წესებს, რომელიც არსებობს საავადმყოფოში, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ 24 საათი იქ უნდა ვიყოთ.

გაუარესება, ეს ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა, ცოტ-ცოტა თითქოს რაღაც, მაგრამ ეს ცოტ-ცოტა იცით რა არის, ერთ წუთში შეიძლება გაქრეს ყველაფერი, ასეთი მდგომარეობაა, ვერაფერს ზუსტად ვერ ვიტყვი, არ არის ჩემი პროფესია, ვინც იცის, ვისთვისაც ეს არის პროფესია ისინიც ვერაფერს ზუსტად ვერ ამბობენ, იმიტომ, რომ რეალურად, არ გასინჯულა ავადმყოფი ისე, როგორც საჭირო იყო“, – აცხადებს გიული ალასანია.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილისა და უნგრეთის საგარეო მინისტრის შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ კითხვარის მოკლე ვადებში შევსებას
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღი ფრონტის ხაზზეა