“რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ” – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის პროტესტი მამუკა ბახტაძის იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც ფინანსური სექტორისთვის დაწესებულ რეგულაციებს ეხებოდა. ოპოზიციამ თქვა, რომ პრემიერი კითხვებს თავს არიდებს და მისი პასუხები კითხვას აცდენილია.

ბახტაძემ ოპონენტებს მოუწოდა “რეალობის მოსმენა ისწავლონ”

„მე სამსახიობო ნიჭში სამწუხაროდ კონკურენციაში, ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენლებთან. ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილოთ ყურადღება, თუ გაქვს შინაარსობრივი შეკითხვები,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, ფინანსური რეგულაციების შემოღება მოქალაქეების საკეთილდღეოდ მოხდა, რათა მაღალი საპროცენტო განაკვეთები აღარ ყოფილიყო.

„ეს არ არის საბანკო რეგულაციები, ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით… ინიციატივები მდგომარეობდა იმაში, რომ პირველი, დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700 და 800-პროცენტიანი სესხები საქართველოში, როგორც თქვენ დაგვიტოვეთ, იმ უსამართლო თამაშის წესები. მეორე, ყოფილიყო მაქსიმალური ზღვარი ჯარიმებზე და საურავებზე, რომ ადამიანს 200 ლარი დარჩებოდა თავის სესხიდან გადასახადი, რომ სახლი არ დაეკარგა ამის გამო. შემოვიდა ზღვარი 200 ათას ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება, რომ ყოფილიყო რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ “თიბისი ბანკის” საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები ლეგიტიმური იყო.

banner
წინა სტატიაში„ფუკასავით აგვაცალეს მთელი მერია ცხვირწინ, ბათუმელები არ იმსახურებდნენ ამას” – ქამადაძე
შემდეგი სტატია“როგორც მკარნახობს კონსტიტუცია, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა სახელმწიფო ენის დაცვა”