რეაბილიტაციის შედეგად მიღებული დანგრეული გზები და დაბინძურებულ წყალს გატანილი მილიონები

საქართველოს მთავრობამ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან ცხრა მილიონიანი სესხი მიიღო წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოების დასაფინანსებლად. პირველი ეტაპი ორ მილიონამდე ლარით დაფინანსდა, რაც ითვალისწინებდა ოთხი პროექტის განხორციელებას – ქ. ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების ტყე-პარკისა და ქალაქში სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას, ასევე, ორ სოფელში გზის საფარის მოწყობას.

მეორე ეტაპის ძირითადი სამუშაოები მოიცავდა ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, წყლის რეზერვუარის მშენებლობას და ჭაბურღილის მოწყობას, მაღალი წნევის მილსადენის და წყლის გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე ფილტრების გამოყენებით შიდა ქსელების რეაბილიტაციას, წყლის მრიცხველების დამონტაჟებას და ქალაქში შიდა ქუჩების ასფალტის საფარის აღდეგნას.
ქალაქ ლაგოდეხში 2014 წელს დაგეგმილი სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დაიწყო 2015 წლის გაზაფხულზე, რის შედეგად მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდებოდა წყალი, რომელიც დღემდე დაბინძურებულია.

პროექტის ფარგლებში ქალაქის ყველა ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანებული გზის საფარის შეკეთდება კომპანია „ჯი-არ -ჯი“ -ს უნდა განეხორციელებინა.
კომპანია „ჯი-არ -ჯი“-ს პროექტების ხელმძღვანელის ნიკოლოზ ყიფიანის თქმით, „დაზიანებული გზის საფარის აღდგენა ქალაქის ყველა ქუჩაზე მოხდება. პროექტის მიხედვით მოეწყობა ნიაღვარმიმღები და გამტარი კორექტორები და დაიგება 40მმ-იანი ასფალტ-ბეტონის საფარი. გზა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ასევე სოციალური კუთხით. აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარეობს , ცენტრალური ტყე-პარკი, სახანძრო- სამაშველო სამსახური, სოციალური მომსახურეობის სააგენტო და აკვაპარკი. რეაბილიტირებული გზით ისარგებლებენ , როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ჩამოსული ტურისტები“.
ქალაქის შიდა გზების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

მასშტაბური პროექტი 2016 წელის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში სუფთა წყლით უზრუნველყოფა და მომარაგება უნდა მოეხდინათ….
შედეგად მივიღეთ ქალაქში დანგრეული გზები და სასმელად დაბინძურებულ წყალს გატანილი მილიონები.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს 17 ქალაქისა და სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

ლალი ხუბულავა

 

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” მასალის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ვლადიმერ გაბისკირია სამსახურში აღადგინა
შემდეგი სტატიაForbes-მა პუტინი მეოთხედ აღიარა ყველაზე გავლენიან ადამიანად