“კორცხელის ინცდენტის მონაწილე სპორტსმენების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნლა”

მექნება თხოვნა ყველას მისამართით, კორცხელის ინცდენთან დაკავშირებით ზედმეტი ემოციისგან გავთავისუფლდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

„გამოძიებას აქვს თავისი პროცედუები, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ჩემი განცხადების შემდგომ, სპორტსმენები თავად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან. გამომდინარე აქედან, მათი დაკავების საფუძველი გამოძიებას არ ქონდა“,-აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მღებრიშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დრის წესრიგიდან არ მოხსნილა.

„დაველოდოთ გამოძიებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ შევქმნით აჟიოტაჟს არაფრის გამო“,-აღნიშნა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი ზუგდიდში მომუშავე ჟურნალისტებმა მიაგეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე