რჩევა მექნება სამადაშვილთან, რეფლექსია მოახდინოს და საკუთარ თავს დაუფიქრდეს! საუბარს რომ დაიწყებს, ჩართოს წამმზომი და შეეცადოს 1 წუთი თუ გაძლებს, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს – პაპუაშვილი

ერთადერთი რჩევა მექნება სალომე სამადაშვილთან, რეფლექსია მოახდინოს და საკუთარ თავს დაუფიქრდეს! საუბარს რომ დაიწყებს, ჩართოს წამმზომი და შეეცადოს ერთი წუთი თუ მაინც გაძლებს, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამადაშვილი ზიზღის შემცველი რიტორიკით გამოირჩევა.

„მოგიწოდებთ დეპუტატებს და ჟურნალისტებს, როდესაც ქალბატონი სალომე გამოვა, ჩართეთ წამმზომი და დაელოდეთ, თუ პირველივე ერთ წუთში არ იქნება ზიზღის სიტყვა. დაელოდეთ, თუ გაძლებს ერთი წუთი მაინც ზიზღი არ გამოურიოს. ჯერ კითხვა დასვა, შემდეგ დააზუსტა და თქვა ჯერ „კლოუნიო“, მერე ქალბატონ მაკაზე თქვა „დაქირავებულიო“, მერე – „მოძალადეებიო“. რა პოლიტიკურ კულტურაზე უნდა ვისაუბრო და რა იმედები გვაქვს, როდესაც ის თავად საუბრობს, რომ კოლეგებს ელაპარაკება ევროპაში და არწმუნებს. ხომ ხვდებით რაზე ელაპარაკება? რაზე უნდა ელაპარაკოს, იმაზე, რომ „კლოუნები“ არიან ხელისუფლებაში, იმაზე, რომ დაქირავებულები არიან ხელისუფლებაში? იმაზე, რომ მოძალადეები არიან და ზიზღია ყველგან? ეს არის მისი პოლიტიკური ამოცანა. ერთადერთი რჩევა მექნება მასთან, რომ რეფლექსია მოახდინოს და საკუთარი თავს დაუფიქრდეს. საუბარს რომ დაიწყებს, თავადაც ჩართოს წამმზომი და შეეცადოს ერთი წუთი თუ მაინც გაძლებს, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს. ვურჩევ მას, მისთვისაც კარგია, რომ დაფიქრდეს საკუთარ ქცევაზე და რიტორიკაზე, დაფიქრდეს იმაზე, რომ თავისივე სტუდენტების თვალწინ არ დაიწყოს ზიზღის ენის გამოვლენა, რაც გუშინ მოხდა. მე ეჭვი მეპარება, რომ ის შეძლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას აუდიტორული საქმიანობის დროს და ლექციის წაკითხვისას. როდესაც თავისსავე სტუდენტებთანაც კი უჭირს ზიზღი არ გამოავლინოს, წარმომიდგენია უცხოელ პარტნიორებთან რა სურათს სახავს საქართველოსთან დაკავშირებით. დაქირავება არა, მაგრამ მის გვერდით ზის არმაზ ახვლედიანი, რომლის ტაქტის და ეთიკის მიმართ არავის კითხვის ნიშანი არ აქვს, ამიტომ დაქირავება არ არის საჭირო, დარწმუნებული ვარ, მეგობრულადაც ბევრ რჩევას მისცემს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას მიმართვა ევროკავშირს
შემდეგი სტატიაჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ, რომელ ელჩს, რა ადგილას და როდის დანიშნავს – ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, როცა თბილისში ვიქნები – ზურაბიშვილი