რჩეულიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული მოედანი ახლით შეცვალა. პროექტის ფარგლებში, 750 კვ.მ ფართობზე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდა LED განათება.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა უბანში მოვაწყოთ მსგავსი სივრცეები და საცხოვრებელ სახლთან ახლოს ყველამ შეძლოს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მთაწმინდის რაიონში პარალელურად, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში​ დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ჩვენ ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ ბინებისა და საკუთარი ფართების გარეშე არ დავტოვოთ