,,რბილი ძალა”, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და შპიონაჟი-სუსის ანგარიში

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშის წარდგენა დაიწყო.ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. “რბილი ძალის” კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. ისინი აქტიურად იყენებენ „სახალხო დიპლომატიის“ და „ინფორმაციული დივერსიის“ კომპონენტებს.

“აღნიშნულის გასანეიტრალებლად კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ასევე იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვყნების სპეცსამსახურებთან. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სუბიექტები, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბაზრის შესწავლა წარმოადგენს.

ეკონომიკური შპიონაჟი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების საქმიანობას, არამედ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. აღნიშნული საფრთხეების განეიტრალებისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა, უცხო ქვეყნის სამსახურების დავალებით მოქმედებდნენ”.-ნათქვამია სუსის 2016 წლის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაში“სუს-ის ანგარიში უნდა წარმოადგინოს რა თქმა უნდა, ხელმძღვანელმა და არა მისმა მოადგილემ” – გიორგი ტუღუში
შემდეგი სტატიაევროპის სასამართლო გავლენისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ინსტიტუციაა- ჩუგოშვილი