20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

RBC-Ukraine: რუსეთის ეკლესიის ყველა მღვდელი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, რუსულ დაზვერვასა და სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მღვდელი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, რუსულ დაზვერვასა და სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული.

ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გენერალ-მაიორმა ილია პავლენკომ განაცხადა ფორუმზე სახელწოდებით: “რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ევროპაში: რუსული გავლენის ინფრასტრუქტურა”. გამოცემა წერს, რომ ღონისძიება „ეროვნული მედეგობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა და მასზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ევროპის მასშტაბით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას შეისწავლის

გამოცემის ცნობით, პავლენკომ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთის ეკლესია ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს და მას სადაზვერვო სამსახურები, მათ შორის საგარეო დაზვერვის სამსახური, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო და ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იყენებენ.

„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არის სტრუქტურა, რომელიც აგრესორი სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედებს და მას ყველა რუსული სპეცსამსახური იყენებს: საგარეო დაზვერვა, სამხედრო დაზვერვა და ФСБ. ნებისმიერი მღვდელი, რომელიც რუსეთიდან საზღვარგარეთ მიდის, ან გადმობირებულია, ან რუსეთის სპეცსამსახურებში წოდებას ფლობს“,- განაცხადა პავლენკომ

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში ეკლესიის საქმიანობა ძირითადად მიმართულია სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და კრემლისთვის სასურველი ნარატივების გავრცელებაზე, მათ შორის უკრაინელ ლტოლვილებში. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა პერიოდის გავლენის ქსელები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა: „ყველაზე დიდი საფრთხე ამ გავლენის მასშტაბებში მდგომარეობს.

ადამიანები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ რუსეთის ეკლესიის ან მასთან დაკავშირებული სტრუქტურების გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც ფაქტობრივად რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან არიან დაკავშირებულნი.“

banner
წინა სტატიაშიჩვენ კომენტარებს არ ვაკეთებთ, სანამ მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანმა უნდა აგოს პასუხი- ინციდენტში მონაწილე ქალის მეგობარი
შემდეგი სტატიაCNN: ირანმა ქუვეითში მორიგი დარტყმა განახორციელა