18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

რაჟდენ კუპრაშვილი: თანხა რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან ამოიღეს, მისი სახელფასო დანაზოგი იყო

დაკავებული ლევან ახობაძის ადვოკატი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ თანხა რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან ამოიღეს, მისი 2 თვის სახელფასო დანაზოგი იყო.

ინფორმაციისთვის, სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე სუს-მა გუშინ დილით დააკავა. სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი გუშინ ღამით წარედგინა.

სუს-ი ამბობს, რომ ახობაძემ 250 000 ლარის ოდენობსი ქრთამი მეწარმისგან სუს-ში საკუთარ კაბინეტში მიიღო.

ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ პროკურატურის განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის განცხადებისგან განსხვავებით სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარი ნახსენები არ არის.  სუს-ის განცხადებით, ქრთამის შესახებ ინფორმირებული იყო ლილუაშვილიც.

banner
წინა სტატიაშილავროვი: დასავლეთი ჩვენს მოკავშირეებს სათითაოდ იტაცებს, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში გააკეთა
შემდეგი სტატია“თქვენს მიერ გალანძღულ ახალგაზრდების ინიციატივით 1 მილიონი შეგროვდა”- სალომე ზურაბიშვილი