18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

რაჟდენ კუპრაშვილი – ლევან ახობაძე წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას,- აცხადებს ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი.

მისი განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

„ბრალი ოფიციალურად წარედგინა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას“, – აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა.

უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.

banner
წინა სტატიაშიდიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
შემდეგი სტატიააშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6744 ლარი გახდა