25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“რაზეც მღეროდნენ, იმის საპირისპირო მოიმოქმედეს”- ლალი მოროშკინა საზმაუს ეთერში ბავშვის წაქცევაზე

“დაცემა, რომელიც დაცემაა.
დღეს რაც მოხდა სცენაზე, ერის დეგრადაციაა!
ამოაყოფინეთ ბავშვებს თავები გაჯეტებიდან!!!
ასწავლეთ სიყვარული!!!
რაზეც მღეროდნენ იმის საპირისპირო მოიმოქმედეს –
იგნორი წაქცეულ მეგობარს!
აღარაფერს ვამბობ უფროსებზე.
არ აკანკალდა ობიექტივი,
არ შეწყდა გადაღება…
გამარჯობა ზომბი ლენდო!”_  წერს  ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

დღეს ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. ბებიის ინფორმაციით, “ანკა ნორმალურად არის, დაცემისას თითები იტკინა”.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა წითელ მოედანზე გამართული ყოველწლიური კონცერტი 23 წლის განმავლობაში პირველად გააუქმა
შემდეგი სტატიაირანის ელჩი: არასდროს ვიკადრებ იმას, რომ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მსგავსად, საქართველოს შიდა საკითხებში ჩავერიო