უკრაინა და თურქეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ: ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ „ახალი ნაბიჯები“ დააანონსა.
სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზად არის, თურქეთს საკუთარი „საომარი ნოუ-ჰაუ“ გაუზიაროს. საუბარია ექსპერტიზაზე, ტექნოლოგიებსა და იმ უნიკალურ გამოცდილებაზე, რომელიც უკრაინამ ფრონტის ხაზზე დააგროვა.
პრეზიდენტები შეთანხმდნენ კონკრეტულ გეგმაზე, რომლის დეტალებსაც სპეციალური ჯგუფები უახლოეს პერიოდში დაასრულებენ.
მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტები გაზის ინფრასტრუქტურისა და გაზის საბადოების ათვისების მიმართულებით, რაც რეგიონში ენერგოდამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტია.
პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესს ომის დასასრულებლად.
















