რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და მარგველაშვილმა – “სააკაშვილის პატიმრობასა და ამით გამოწვეულ იმ ვითარებაზე”

“როგორც გვაცნობეს, სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის შედგა შეხვედრა. მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა (მათ შორის) ისაუბრეს პრეზოდენტ სააკაშვილის პატიმრობასა და ამით გამოწვეულ იმ ვითარებაზე, რომელიც მზარდი და სახიფათო რისების შემცველია ჩვემი ქვეყნისთვის.

რასაკვირველია, მივესალმები ამ ფორმატს და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ორ რამეს არ აქვს ალტერნატივა:

1. საქართველოს მოქალაქეების მუდმივი პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ. 

2. დიალოგის ის ფორმატი, რომლის ჩამოყალიბებას სცდილობს მოქმედი პრეზიდენტი და რომლის მონაწილე მეც ვარ.

ოღონდ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ პროცესს არანაირი რეალური და ხელშესახები პროდუქტი არ ექნება, სანამ ყოფილი პრეზიდენტი და მოქმედი პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკანონო პოლიტიკურ ტყვეობაში. მითუმეტეს იმ დროს, როდესაც მის ჯანმრთელობას კვლავ სერიოზული საფრთხეები ემუქრება. 

შეუძლებელია მიღწეული იქნას ეროვნული თანხმობა, შერიგება თუ შეთანხმება იქამდე, სანამ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევრის პოლიტიკური არჩევანი არის დაპატიმრებული.

ფრთხილი ოპტიმიზმითა და ამ საკითხებზე თანამშრომლობის სურვილით, კვლავ გულითადად მივესალმები როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე პრეზიდენტების ფორმატს.

ვფიქრობ, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა წინაშე უკიდურესად რეალური საფრთხეები და საშიშროებები დგას.”-
წერს ნიკა მაჭუტაძე.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი: III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან