რაზე ისაუბრეს ობამამ და პუტინმა ანტალიაში G-20 სამიტზე…?

თურქეთში მიდინარე G-20-ს სამიტზე მყოფი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ბარაკ ობამას შორის გამართული მოლაპარაკებები ძირითადად სირიას და ტერორისტულ ორგანიზაციად წოდებულ ,,ისლამურ სახელმწიფოს,, შეეხო…

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლმა იური უშაკოვმა, მოლაპარაკებების შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ ორ ლიდერს შორის ,,სირიის თემაზე და ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლის ტაქტიკაზე აზრთასხვაობა შენარჩუნებულია, თუმცა ისლამისტების საწინააღმდეგო სტრატეგიულ მიზნებში თანხვედრა არსებობს,,

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი თანხმდება, რომ სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოხდეს და ქვეყანა მართვის გარდამავალ პერიოდში გადავიდეს. აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან კი გამოითქვა უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ რუსული ავიაცია სირიაში უფრო მეტად ასადის ოპოზიციის პოზიციებს ბომბავს. ობამამ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, მისი ავიაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციებისკენ მიმართოს.

პუტინის მრჩეველმა ასევე დაადასტურა რომ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა უკრაინის თემაზეც ისაუბრეს, თუმცა საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიკატები მსოფლიო ლიდერების ნაცვლად – G-20-ს სამიტზე… (VIDEO)
შემდეგი სტატიააქვს თუ არა პაატა შევარდნაძეს პოლიტიკური ამბიციები?