25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

რაუფოღლუ: ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ ჩინეთთან დაახლოებაზე მზარდ შეშფოთებას გამოხატავს

RFE/RL-ის ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საღამოს მიიღებს კანონპროექტს, რომელიც ჩინეთის მიერ კავკასიაში კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

მისი ცნობით, კანონპროექტი ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას ასახავს იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” ჩინეთის “ორბიტაზე გადადის”.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საღამოს მიიღებს H.R. 7668-ე კანონპროექტს, რომელიც ჩინეთის მიერ კავკასიაში კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. კანონპროექტი ასახავს ვაშინგტონში მზარდ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” შეერთებული შტატების მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე გადადის,” – წერს ალექს რაუფოღლუ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას
შემდეგი სტატიააშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში რუსულ-ჩინურ გავლენებზე აქტს მხარი დაუჭირა