Frontnews-ის ხელმძღვანელი რაულ ქირია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

Frontnews-ის ხელმძღვანელი რაულ ქირია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ქირიამ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია მიიღო, მოწოდებით – დაინტერესებულიყო და გაევრცელებინა, თუმცა Frontnews-ის ხელმძღვანელს ვიდეომასალა არ გაუხსნია და მომხდარის შესახებ შესაბამისი უწყებები საქმის კურსში ჩააყენა.

ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს დილიდან ვრცელდება. რამდენიმე ჟურნალისტს ქართველი პოლიტიკოსის ყალბი პროფილით Facebook-ში ვიდეოს ინტერნეტბმულები მიაწოდეს. ვიდეოზე წვდომა ინტერნეტში უკვე შეზღუდულია.

ამ დროისთვის პროკურატურის კითხვებს TV “პირველის” ჟურნალისტი ირაკლი ყურაშვილი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და მსახიობი ბესო ზანგური პასუხობენ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიააქვს თუ არა საზოგადოებას უფელაბა იყოს ინფორმიერებული პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების თაოაბაზე?