რაულ ქირია: ნებისმიერი პირი, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს ეკლესიის სახელს, არის უპრინციპო ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მორალი

“დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეხმაურები არცერთ სამოქალაქო პროტესტს, რადგან არ ავყვე კონკრეტული ძალების ნარატივს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფაქტს გვერდს ვერ ავულვლი და მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება.
მიმაჩნია, რომ ყველა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს საკუთრი რესურსები, რათა განვითრდეს და შექმნას ღირსეული მომავალი. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რიგ სახელმწიფო ტერიტორიებზე ვხვდებით: ნავთობს, ქვანახშირს, ბუნებრივ აირს, ძვირფასი მეტალს და ა.შ. ეს ყოველივე ადგილსამყოფელი ქვეყნისთვის არის რესურსი, რომელსაც განვითრებაზე ორიენტირებული სახელმწიფო იყენებს უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც აღნიშნული მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოტენციალი სწორედაც რომ ჰესი და ელექტოროწარმოებაა.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის არაკეთილმოსურნე ძალები წინ აღუდგნენ ჰესების მშენებლობის პოლიტიკას და რიტორიკას არ იშურებენ მის ნეგატიურ შინაარსზე, რომელიც მოკლებულია რაციონალურობას. ჰესი არის შესაძლებლობა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად ჩვენს ქვეყანას მოუტანს ენერგოდამოუკიდებლობას. ეს უკანასკნელი თავის თავში მოიაზრებს ბევრ სიკეთეს, როგორებიცაა: ეკონომიკური განვითარება; ენერგოუსაფრთხოება და სამრეწველო, ინოვაციური და ინფრასტრუქტურული პოტენციალი.
ყოველი დამატებით გამომუშავებული კვტ.სთ ელექტროენერგია არის სამომავლო ინვესტიცია ეკონომიკაში. დღევანდელ სამყაროში მოთხოვნა ელექტროენერგიაზე დღითიდღე იზრდება, რაც განპირობებულია ტექნოლოგიური რევოლუციით. XX საუკუნეში ენერგიის მიღების მთავარი წყარო იყო ქვანახშირი და ნავთობი, შესაბამისად, ქვეყნებმა, რომლებიც ფლობდნენ აღნიშნულ რესურს ან ჰქონდათ წვდომა მათ მოპოვებაზე, მიაღწიეს მაღალ ეკონომიკურ განვითარებას (მეორე საკითხია თუ როგორ და რაში გამოიყენეს ის). ნავთობი ათწლეულების განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი საწარმოო რესურსი, დღეს კი აღნიშნული ჩაანაცვლა ელექტროენერგიამ, რომელზე მოთხოვნაც ნაკარნახევია ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური რევოლუციით: მობილობა, კომუნიკაცია, საწარმოების მუშაობა, სერვისის მიწოდება, მართვა – ზოგადი თუ ყოფითი მოთხოვნები და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მთლიანად დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე.
მაშინ, როდესაც სამყარო მთლიანად გადადის ელექტროენერგიის მოხმარებაზე და მას ალტერნატივა არ გააჩნია, ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალები ამბობენ, რომ ჰესი ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. სწორედ ისინი ცდილობენ, გამოაცალონ ქვეყანას განვითარების უალტერნატივო რესურსი, რესურსი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომია.
რაც შეეხება თბილისში მიმდინარე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას და მათ ორგანიზატორებს, ჩემი აზრით, ნებისმიერი პირი, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს ეკლესიის სახელს, არის უპრინციპო ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მორალი. სწორედ ეკლესიის სახელს ამოფარებული აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას საზოგადოებაში და ღმერთის სახელით შეჰყავთ ადამიანები შეცდომაში. უფრო მეტიც, არ იშურებენ მუქარას და იუწყებიან ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი “საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“ ღონისძიების ჩაშლის შესახებ.
ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ სამყაროში უმნიშვნელოვანესი რესურსი ელექტროენერგიაა. მაშინ, როდესაც სამყარო ნავთობიდან მთლიანად გადადის ელექტროენერგიაზე და მასზე მოთხოვნა დღითიდღე მზარდია, ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალები ყველანაირად ცდილობენ გამოგვაცალონ განვითარების უალტერნატივო შესაძლებლობა. თითოეული დამატებით გამომუშავებული კვტ.სთ ელექტროენერგია საქართველოსთვის არის ღირსეული მომავლის წინაპირობა. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტრები, რომლებიც ყოველთვის გვეღობებოდნენ განვითარების გზაზე, მე მჯერა, რომ დღესაც, ისე როგორც ადრე, ჩვენ გადავლახავთ ამ წინაღობას და ჩვენს ქვეყანას არ დავუკარგავთ ღირსეულ მომავალს”,-წერს ჟურნალისტი რაულ ქირია.

banner
წინა სტატიაშიშუახევი ჰესთან დაკავშირებით კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ ოფიციალური განცხადება
შემდეგი სტატიახვალიდან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ