რაულ ქირია: ბარიერის მინიმუმამდე დაწევა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს და საშიშია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის

“როცა ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საუბარი დაიწყო, სულ მქონდა სურვილი, პოზიცია დამეფიქსირებინა, დღეს რადგან კვლავ აქტუალურია ეს საკითხი, მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ გამოვეხმაურო.
ბარიერის მინიმუმამდე დაწევა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს და საშიშია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ვეცდები მოკლედ ავხსნა. პირველ რიგში ბარიერის დაწევით შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში ისეთი პირები ვიხილოთ, რომლებიც წარმოადგენენ მაგალითად, ქუჩის ავტორიტეტს, ასევე ისეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს შეუქმნის პრობლემას, რომელიც ასევე არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ სხვა ქვეყნის “რეზიდენტი” (ასეთებიც მრავალად გვყავს ჩვენს “საზოგადოებაში”), მაგალითად ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენი კონსტიტუციით გამყარებულ რელიგიას შეუქმნიან პრობლემას (რომელიც უკვე დაწყებულია და სხვადასხვა ძალები კარგადაც ახერხებენ). დღეს პოლიტიკურად პასუხისმგებლიანი პირი მხარს არ დაუჭერდა და მეტი სიფრთხილით მოეკიდებოდა ამ საკითხს.
ასევე სწორი და კარგი იქნება საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის წესი თუ შეიცვლება, დიდ ქვეყნებსაც კი ვუსწრებთ პოლიტიკური პარტიების რაოდენობით, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია პოლიტიკური კორუფციის.
და ბოლოს, მეტი ყურადღება ხალხს და საზოგადოებას, მეტად მიუახლოვდით ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საარსებო მინიმუმიც კი, დილიდან უამრავი ზარი შემომდის სხვადასხვა თხოვნით. ერთია არჩევნებში გამარჯვების სურვილი და მეორეა ის, ვინ მოგცემთ ხმას, მშიერი თუ მაძღარი ამომრჩეველი.
პოლიტიკურ კიკნლაობას ხალხთან სიახლოვე და მათი პრობლემების მოსმენა ჯობია, მეტად მოიგებთ და გაიგებთ ადამიანების გასაჭირს. გადით რეგიონებში და მოუსმინეთ არა პარტაქტივს, არამედ თავისუფალ ადამიანებს: ვისაც არ გააჩნია წამლის ფული (ეს დღეს ფუფუნებაა), ყოველდღიური კვების შესაძლებლობა. ჰყავს მშიერი შვილები და მოხუცები. ეს ქვეყანა ყველასია. უბრალოდ ადამიანები აღარ დარჩნენ, წავიდნენ ემიგრაციაში და ათეულობით ახალგაზრდა ტოვებს ყოველდღიურად ქვეყანას. დაინტერესდით მათი პრობლემებით, გაესაუბრეთ. ქართველს მუდამ ესირცხვილებოდა საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი, თუ ვინმე არ გესაუბრებათ, გაიყვანეთ ცალკე და იქ მოისმინეთ.
სტატუსი ეხება ყველას, ვინც დღეს პოლიტიკურად აქტიურია და არ ეხება ერთ კონკრეტულ პარტიას!”, -წერს ჟურნალისტი რაულ ქირია.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – უმრავლესობის განცხადება, თითქოს ოპოზიცია ემზადება არეულობისთვის, იაფფასიანი პიარსვლაა
შემდეგი სტატიამდინარაძე – ნარკოტესტის ჩაბარების ყველანაირი ვადა გავიდა, დღეს თუ ვინმე გაიქცევა და ჩააბარებს, კიდევ მესმის