რაულ ხაჯინბამ ე.წ პრეზიდენტის პოსტი დატოვა (ვიდეო)

რაულ ხაჯინბამ ე.წ პრეზიდენტის პოსტი დატოვა..მისი გადადგომის შესახებ განცხადება ესპრემიერმა სერგეი შამბამ წაიკითხა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება

გავრცელებული ინფორმაციით, შენობას შეიარაღებული სამართალდამცველები იცავენ. მანამდე ხაჯიმბამ ოპოზიციის ლიდერთან ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკებები გამართა და პირობა დადო, რომ გადაგომის შესახებ გადაწყვეტილებას მალე გააჟღერებდა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზანი დაძაბულობის განმუხტვაა. დღესვე დე ფაქტო ცესკოს თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, ხაჯიმბამ კი თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

https://youtu.be/csMfzo0rP-4

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: „მოსკოვი სოხუმში სურკოვს აგზავნის“-კრემლი აფხაზეთზე კონტროლს კარგავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ჩანაწერებიდან – გეგმა “ა”, “ბ” და “გ”