რაულ ხაჯიმბა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებსაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელიც ოკუპირებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების უცხოელებზე გასხვისების სადავო საკითხს შეეხება.

«ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში განიხილებოდა სხვადასხვა მიდგომები აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების უცხოეთის მოქალაქეებისადმი მიყიდვის საკითხთან დაკავშირებით.

ცნობილი ისტორიული მიზეზების გამო ამ საკითხს საკმაოდ ფართო ჟღერადობა აქვს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

არსებობს ობიექტური შეშფოთებები და გამოწვევები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, სანამ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მივიღებდეთ. ამგვარად, აუცილებელია საკითხისადმი მშვიდი და პროფესიონალური მიდგომა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, სრულად გავითვალისწინოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები.

თუმცა ბოლო დროს საკითხის გამიზნული პოლიტიზირება ხდება და იგი სამიტინგო დონეზე გააქვთ. მსგავსი ნაბიჯებისთვის, ხაზს ვუსვამ, არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამჟამად აფხაზეთის კანონმდებლობა უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვას კრძალავს და ეს ნორმა არავის გაუუქმებია. ამგვარად, მორატორიუმის საკითხის დაყენების საფუძველი გაუგებარია.

აფხაზეთის ხელმძღვანელობა განუხრელად იცავს მოქმედ კანონებს და მიუღებლად თვლის შანტაჟისა და პოლიტიკური სპეკულაციების ბოლოდროინდელ მცდელობებს.

მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ არანაირი ნაჩქარევი, გაუაზრებელი და მით უფრო საზოგადოებისგან მალული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. არასტაბილურობის ხელოვნური ესკალაცია დამატებით პრობლემებს უქმნის ჩვენს ქვეყანას. იმედი მაქვს, მსგავსი აქციების ორგანიზატორები და აქტივისტები გააცნობიერებენ, რომ მსგავს ქმედებებს საპირისიპირო მიმართულებით მივყავართ სახელმწიფოს აღმშენებლობისა და გაძლიერების პროცესისგან» – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჰერმანი: “საქართველოში ანტი-დასავლური ძალების გამარჯვება უდიდესი იმედგაცრუება იქნება”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა