რაულ ხაჯიმბამ სირიის ელჩს აფხაზეთის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სირიის სრულუფლებიან ელჩს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციაში რიად ხადადს შეხვედრაზე, რომელიც 20 ნოემბრს შედგა, მადლობა გადაუხადა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის – მთავრობის ოფიციალური სააგენტო “აფსნიპრესი” ავრცელებს. მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივად მრავალ პროექტს განახორციელებენ. ასევე, რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებისათვის ბაშარ ასადის თამამ ნაბიჯს შეაქო. “ჩვენ ვხედავდით იმ გმირულ ბრძოლას, რომელსაც სირიის რესპუბლიკა და მისი ხალხი აწარმოებს. ვხედავდით ნგრევას, მაგრამ ვხედავთ ხალხის მონდომებას შეიხორცოს ჭრილობები, ააშენოს საკუთარი ქვეყანა და გარე სამყაროსთან განავითაროს ურთიერთობები” – რაულ ხაჯიმბამ უთხრა ელჩს, რომელმაც, ტავის მხრივ, მადლობა გადაუხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მიღებისათვის.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: ივანიშვილის გამოსვლას ქონდა ერთი უმთავრესი პიზიტივი
შემდეგი სტატიასოჭში ვლადიმირ პუტინი და რაულ ხაჯიმბა შეხვდებიან