რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთის ბაზრები სავსეა საქართველოდან შემოტანილი პროდუქციით

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მასობრივად შემოდის სხვადასხვა სახის პროდუქცია საქართველოდან.
“იუთუბის” არხზე დღეს მომხმარებელმა განათავსა ერთ–ერთ შეხვედრაზე ხაჯიმბას გამოსვლის ვიდეო.
“ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფო დონეზე საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას. ეკონომიკური ურთიერთობები სხვა ხალხმა დაამყარა, რომლებიც საზღვარზე მუშაბენ…გუდაუთის, გაგრის და სოხუმის ბაზრები სავსეა საქართველოდან შემოტანილი პროდუქციით, მათ შორის თავად საქართველოში წარმოებული საქონლით, რომ არაფერი ვთქვათ საქონელზე, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან შემოდის”, – თქვა ხაჯიმბამ.
შეხვედრაზე ხაჯიმბა გამოვიდა ინიციატივით, რომ გამკაცრდეს კონტროლი ე.წ. საზღვარზე.
“ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც იყო – ომი, დაღუპულები. მათ გმირულ მაგალითებზე უნდა ავღზარდოთ მომავალი თაობა. ამავე დროს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი პირობები შევქმნათ, რომ ქვეყანა მდიდარი გახდეს, ჩვენ არ უნდა ვიაროთ მუდმივად გაშვერილი ხელით. რუსეთს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ჰქმნის პირობებს ჩვენი განვითარებისთვის, თუმცა ბოლო დროს ესეც შესუსტდა…უნდა განვვითარდეთ ყველა მიმართულებით, ჯდომა და ლოდინი არაფერის მოგვიტანს”, – დასძინა ხაჯიმბამ.

 

 

https://youtu.be/Bcvs_QjTe8E

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: პოროშნკოს ადმინისტრაცია აპირებს პეჩერის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციას
შემდეგი სტატიასასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით რეისები განაახლა