“რატომღაც ამაზე ყველა დუმს – ივანიშვილმა ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა სამი დანაშაული:
1) რეკეტი, სრულიად აშკარად დღისით მზისით განხორციელებული
2) ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანის მოტაცება, სასამართლო სისტემაში უკანონო ჩარევა.
3) მან თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა საქართველოს კუთვნილი ელექტროენერგიის ბიტკოინებისთვის უფასოდ გამოყენების მილიარდიანი დანაშაულებრივი სქემისთვის. დიდი ალბათობით ამას დაემატება.
ყველაფერი ეს ერთად ისჯება მრავალწლიანი პატიმრობით.
გუშინ ხატია დეკანოიძემ კარგად ისაუბრა გრიგოლიასთან”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.















