რატომ ზაალ უდუმაშვილი?!- დავით დვალის განმარტება

დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.
“იმისთვის, რომ შეგვევსო არსებულ პერიოდთან დაკავშირებული ვაკუუმი – ჩვენ არ შევდივართ “რუსთავი 2”-ში, მათ კი არ აქვთ მმართველობის უფლებამოსილება, ჩვენ მივმართეთ თხოვნით დამფუძნებლებს, გამოეყოთ პირი, ვინც განახორციელებდა მართვას, რათა შეფერხება არ ყოფილიყო. მიუხედავად სრულიად არაადეკვატური პასუხისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მიმართვაზე, რომ არ გვცნობენ საერთოდ, მაინც გადავდგით შემდეგი ნაბიჯი. მე ორი დღის წინ შევხვდი “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, ვისაუბრეთ ამ თემაზე, ავუხსენი ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული, დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება.
დღეს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად განვახორციელეთ, მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებამოსილება მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს.მას უკვე ეს უფლება მინიჭებული აქვს, რაც საჯარო რეესტრში რეგისტიებულია, ანუ ზაალ უდუმაშვილს სრულფსოვნად შეუძლია, განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია”, – აღნიშნა დავით დვალმა საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის” პრესკლუბში სტუმრობისას.

banner
წინა სტატიაშირ2-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების უფლება ზაალ უდუმაშვილს მიენიჭა
შემდეგი სტატია“მოვუწოდებთ ქიბარ ხალვაშს, დაეთანხმოს ჩვენ შუამდგომლობას”