“რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს?-ნიკა გვარამიას სკანდალური “ფეისბუქ-პოსტი”

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც სამართალდამცველები მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან, მირზა სუბელიანს არ აკავებენ.
გვარამიას ინფორმაციით, სუბელიანის წერილობითი ჩვენება, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის, ქურდებთან მოლაპარაკების და ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტპატიმრების უკანონო მოსმენის ამსახველი ვიდეომასალა აქვს და ის ქვეყნიდან თურქეთში, მისმა სიმამრმა ბორის კაკუბავამ გაიტანა.
“რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს? ჩვენი წყაროს ცნობით, ამ ყველაფერზე მას უკვე აქვს წერილობითი ვრცელი ჩვენებები დაწერილი და დიდი ბაინდერით აქვს მის სიმამრ ბორის კაკუბავას თურქეთში წაღებული, თანდართული ვიდეომასალებით: 1. ვანო მერაბიშვილის გაყვანის საკითხი; 2. ქურდებთან მოლაპარაკება – საარჩევნო მხარდაჭერა გაიცვალა ქურდების კორიდორში და ზონაში ობშიაკის აღდგენაში; 3. ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტპატიმრების დაზეტვა (უკანონო მოსმენა და თვალთვალი) და მათი ადვოკატებთან საუბრების უკანონო ჩაწერა. აი ასე,”-წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ინკასაციის მანქანის გატაცების ექსკლუზიური ვიდეოკადრები