რატომ ვერ გაიცნო ჟურნალისტმა ზვიად გამსახურდია

არ მახსოვს რომელი წელი იყო, მე და ჩემი მეგობარი მშრალ ხიდთან, სანაპიროზე, კაფეში შევედით. გვერდით მაგიდასთან ზვიად გამსახურდია იჯდა. მარტო იყო, ყავას თუ ჩაის სვამდა და ბლოკნოტს ჩაჰყურებდა. პატარა თინეიჯერი გოგოები ვიყავით, ბევრი არაფერი გაგვეგებოდა ეროვნული მოძრაობის, მაგრამ ზვიად გამსახურდიას გაცნობა ძალიან გვინდოდა. მოჩურჩულეებს თავს წამოგვადგა შუახნის მიმტანი: თქვენ იცით ეს კაცი ვინ არის? არ ენდოთ მაგას, საშიშია, არ გამოელაპარაკოთ…ასე მუშაობდა კაგებეს აგენტურა.
წამოვედით, ვერ გავიცანით-წერს “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი მანანა თოქმაჯიშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა
შემდეგი სტატიასევდია უგრეხელიძე:არაფერი ისე არ ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც პრეზიდენტის სიტყვები…