16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

რატომ ვერ ჩააბარა სახელმწიფომ რიკოთის და სხვა გზების მოვლა კერძო სექტორს — მშენებელთა ასოციაციის განმარტება

გზების მოვლა-პატრონობისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნის მთავარი მიზეზები ეკონომიკური ფაქტორი, მაღალი რისკები და რთული ინფრასტრუქტურის მართვა გახდა. მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, კერძო სექტორისთვის 10-წლიანი უკუგების პერიოდში ასი მილიონი ლარის ინვესტირება მიმზიდველი არ იქნებოდა, რაც სახელმწიფოსგან გაცილებით მაღალ ხარჯებს მოითხოვდა. ამის შესახებ მან  „პალიტრანიუსისა” და რადიო „პალიტრას” გადაცემაში „საქმე” ისაუბრა.

მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილის მსგავსი რთული საინჟინრო და კლიმატური პირობების მქონე ობიექტების მოვლა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რის გამოც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეს ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო.

„საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება გზების მოვლა-შენახვა მის მართვაში არსებულ სპეციალიზებულ კომპანიას გადასცეს. ახალი სახელმწიფო საწარმო 138 ხიდსა და 59 გვირაბს მომსახურებს. კომპანიის ჩამოსაყალიბებლად 63 მილიონი ლარის კაპიტალური ინვესტიცია და განისაზღვრა, წლიური საოპერაციო ხარჯი 30 მილიონ ლარს შეადგენს და მასში 163 ადამიანი დასაქმდება.

banner
წინა სტატიაშიისრაელის საელჩო 2008 წლის ომზე: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: რაც ბარამიძემ თქვა, საერთო არ აქვს რეალობასთან