რატომ ვერ ასაფლავებენ მშობლები რუსი ელჩის მკვლელ მერთ ალტინთაშს?

რუსი ელჩის მკვლელობის შემდეგ ლიკვიდირებული თურქი პოლიციელის – მერთ ალთინთაშის მშობლებს, რომლებიც პოლიციამ დაკავებიდან 2 დღეში გაანთავისუფლა, საკუთარი შვილის საკუთარ ქალაქში დასაფლავების უფლებას არ აძლევენ.
ანკარის მორგში მყოფი ალთინტაშის ცხედარს უკვე რამდენიმე დღეა მიწას ვერ აბარებენ, რაც მუსლიმური წესებით გაუმართლებელია.. თუმცა მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველი სიტუაციაა, რომელსაც გარდაცვლილი პოლიციელის ნათესავები, ალთინთაშის მშობლიური რაიონის – სოკეს ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან ვერ აგვარებენ.
სოკეში ერდოღანის მმართველი პარტიის AKP-ს თავმჯდომარის განცხადებით , მერთ ალთინთაშის მის რაიონში დასაფლავება, რაიონის მაცხოვრებლების დიდ ნაწილს არ სურს, რასაც თავადაც იზიარებს… ამიტომაც გიულენის მომხრის ცხედრის დასაფლავების უფლებას, ამ რაიონში ოჯახის წევრებს არ მისცემს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ქალიშვილს თვითმფრინავში აგინეს
შემდეგი სტატიაკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება