6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

რატომ უწოდა მელქისედეკ III-მ გაბრიელ ბერს უბედური გოდერძი?!

საქართველოს საპატრიარქოს არქივი
აღწერა № 2, საქმე № 901
სრულიად საქართველოს კათოლიკოზს პატრიარქს მელქისედეკს
ყოფილი მღვდელ მონაზონი
გაბრიელი. (გოდერძი).
განცხადება
“დიდის პატივის ცემით უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო. გთხოვთ და გევედრები,
ჩემს უკიდურეს მდგომარეობაში შეხვიდეთ. ვითხოვ ბოდიშს და პატიებას თქვენსა და ყველას წინაშე. და გევედრები ღვთის გულისათვის. მე ბევრი სიკეთე გამიწიეთ და გთხოვ ძალიან ნუ დამტოვებთ ქუჩაში რადგან მე მეტი საშვალება არა მაქვს. მაპატიე, როგორც მაცხოვარმა მეუფეო. მიხსენი ამ ბოლოთ. მე გთხოვ მეუფეო, როგორც ბერი გამგზავნეთ სვეტი ცხოველში. ჩემთვინ ვიქნები რათა სახელი აღვიდგინო გაძლევთ პატიოსან სიტყვას მეუფეო მე ფულს არა გთხოვთ მარტო რაც შევჭამ ის მეყოფა მერე თქვენი მოწყალება რასაც ინებებს დიდი მადლობელი ვიქნები მეუფეო ეს არის ჩემი უკანასკნელი თხოვნა გაიმეტეთ შენდობა როგორც უძღები შვილისა გთხოვ ბერობას სვეტიცხოველში და ვიქნები მორჩილი. გაწუხებთ და იმედი მაქვს თუ მღვდლობისა არა ბერად ყოფნა სვეტიცხოველში. თქვენი წყალობით. თქვენი მონა მორჩილი
11/ II 1959 მ.
ყოფილი მღვდელ მონაზონი გაბრიელი.
მელქისედეკ III-ის მინაწერი ამ წერილზე:
”1959, 12/ II.
ვთხოვ ყ~დ სამღვდელო
დავითს მარგველს უპატრონოს
ამ საცოდავს გოდერძს.
კათ.პატრ. მელქისედეკი “-სკანდალურ ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს.
banner
წინა სტატიაშიზვიად ცაბაძე: სამი აპრილის სინოდმა აჩვენა რომ შიოს პატრიარქობის (დღეის მდგომარეობით) შანსი არის ნული
შემდეგი სტატიათამო კეშელავა: მეუფე ისაიას განათლებას ვინც აყენებს ეჭვქვეშ, ის ილია მეორის ნებას და გადაწყვეტილებას უარჰყოფს, გამოდის