რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო? – კალაძე

რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო? – ასე ეხმაურება დედაქალის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებს. კალაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს დაპირისპირების გაღვივებას.

„მე კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს დაპირისპირებები. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი არის ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო? არ არის სხვა ადგილები სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება. მით უმეტეს ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი სხვა მიმართულებით უნდა მოვახმაროთ უნდა ქვეყნის განვითარებას წინსვლას და არა ერთმაენეთის დაპირისპირებას“,-განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯანდარის ტბაზე დაკარგული მეთევზეების საძიებო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო
შემდეგი სტატია„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ განცხადებას ავრცელებენ – საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებებით, მას სჭირდება გონიერი ხელისუფლება