რატომ უნდა მივულოცოთ და აუცილებლად ვაღიაროთ საქართველოს ერმა და ბერმა უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალია

რატომ უნდა მივულოცოთ და აუცილებლად ვაღიაროთ საქართველოს ერმა და ბერმა უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალია

მთავარი არგუმენტი, რითაც ვერაგულად გვაშანტაჟებს ოკუპანტი რუსეთი არის აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონები; გადაკვრით თუ პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დაკარგავს იმ დე იურე იურისდიქციასაც, რაც აფხაზეთის და ცხინვალის ქართულ ეპარქიებზე გააჩნია (თუმცა რუსეთის პატრიარქი ოფიციალურად არასდროს იხსენიებს საქართველოს პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად) ანუ რუსეთის ეკლესია გვემუქრება, რომ სავარაუდოდ აღიარებს იმ პოლიტიკურად არაღიარებული “სახელმწიფოების” ეკლესიურ დამოუკიდებლობას. თუ ჩვენ დავემორჩილებით ამ შანტაჟს, ამით ოკუპანტს ვუდასტურებთ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია ძალზედ ეფექტური ბერკეტებია მათ ხელში საქართველოს წინააღმდეგ და მძლავრი იარაღია ჩვენი ქვეყნის თავისუფალი ნების დასათრგუნად. ამ შანტაჟის მორჩილებით ოკუპანტს და მის ეკლესიას დავარწმუნებთ, რომ მან არასდროს უნდა დათმოს ეს რეგიონები თუ საქართველოზე გავლენის შენარჩუნება უნდა. სწორედ ამ რეგიონების როდესმე დასაბრუნებლად ყოვლად აუცილებელია უკრაინის ეკლესიის აღიარება და მხარდაჭერა. აუცილებელია ვაჩვენოთ რუსეთს, რომ სიმართლის წინააღმდეგ შანტაჟს არ ემორჩილება საქართველოს სახელმწიფო და მისი ეკლესია.
საქართველოს ერის და ბერის მიერ უკრაინის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა იქნება სამართლიანობის და გაბედულების ბრწყინვალე მაგალითი მოსახლეობისთვის და უდიდეს სიკეთს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ესაა ერთადერთი სწორი პოზიცია.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

banner
წინა სტატიაშისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მატარებლების შეჯახებისას 604 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთში პირველ აეროპორტს ააშენებენ