“რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან დებატებზე და არა კუკავასთან ან თუნდაც გუგავასთან”- კახა კალაძე

მმართველი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას დებატებზე პოპულისტურს უწოდებს.

მისი თქმით, ის ელისაშვილთან ინდივიდუალურად დებატებზე დაჯდომას არ აპირებს. ზოგადად დებატებს რაც შეეხება, კალაძის თქმით, არსებობს ფორმატები და კონკურენტებს ის სწორედ ამ ფორმატების გათვალისწინებით შეხვდება.
“უცნაური და წმინდა წყლის პოპულისტური განცხადება. მაინტერესებს მარტო ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში. არის შვიდი ოპოზიციური კანდიდატი მერობის, რომლებიც საარჩევნო პროცესებში ჩართულები არიან. რატომ უნდა დავჯდე ელისაშვულთან სადებატოდ ან რატომ არ უნდა დავჯდე კახა კუკავასთან ან თუნდაც გუგავასთან. არსებობს ფორმატი, რომელიც შემოთავაზებული აქვთ ტელევიზიებს. შესაბამისად ვიღებთ მონაწილეობას ამ ფორმატებში, ჩვენ არცერთ დებატს არ გავქცეულვართ და როგორც იყო შეთანხმება ისე მოვიქცევით”- განაცხადა კახა კალაძემ “ტვ.პირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაში,,ვის აქვს ნევროზი გასაგებია… ეტყობა იმ ნევროზიანმა დაურეკა და უთხრა ატეხეთ ამბავიო“ – ზაალა უდუმაშვილი პრემიერს პასუხობს
შემდეგი სტატიაახალი გამოძიება – მეუფე პეტრე ციანიდის საქმეზე პროკურატურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს