25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

რატომ უჩივლეს ვეტერანებმა ბარამიძეს პროკურატურაში? — კობა კობალაძის განმარტება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ განაცხადა, რომ  ბარამიძის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ბოროტი ქმედება და სილის გაწნა ვეტერანებისათვის.

„ომის ვეტერანებმა გვთხოვეს, რეაგირება მოგვეხდინა უპასუხისმგებლო განცხადებებზე, გუშინვე გაგვეკეთებინა მიმართვა გენერალური პროკურატურისადმი. თქვენ დაინახეთ, როგორია ემოიცური ფონი, ამიტომ ჯობს, სახელმწიფო ინსტიტუცია იყოს მომკვლევი და დაადგინოს როდის, სად, რა ფაქტებზეა საუბარი და რა აქვს ამ ადამიანს თავში ნააზრევი. ერთია, ჩვენ რა ვარაუდი გვაქვს, მაგრამ მეორეა, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით ისაუბრა ამ ყველაფერზე. ეტყობა, უცებ გაექცა, როდესაც საუბრობდა და უცებ წარმოაჩინა თავისი თავი არამარტო დიდ მებრძოლად, არამედ სიტუაციის შემფასებლად, გაექცა თემა და ვეღარ წამოეწია.

ვეტერანები დაგვიკავშირდნენ და გუშინვე გვთხოვეს, რომ საკუთარი თანამონაწილეობის დაფიქსირება უნდოდათ ხელმოწერით. გადაწყდა, რომ დღეს ყველა ერთად შევკრებილიყავით, ძირითადად ის მეთაურები, რომელთა პირად შემადგენლოებასაც უწევდათ საბრძოლო მოქმედებებში ყოფნა.

შევთანხმდით, რომ ემოცია არ არის ყველაზე კარგი გამოსავალი, არამედ ცივი გონებით უნდა განვახორციელოთ ეს პროცესი და სწორედ ამას ემსახურებოდა საქართველოს პროკურატურისადმი მიმართვა. ეს არის მცდელობა სილის გაწვნის, თითოეულ ვეტერანსა თუ დაღუპული ოჯახის წევრებზე, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ბოროტი ქმედება. გვაინტერესებს, რა უდევს ამას საფუძვლად“, – განაცხადა კობალაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“შეურაცხყოფას აყენებს ვეტერანებსა და დაღუპულ გმირებს”- ტაბატაძე ბარამიძის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატია“პატიმრობის საფუძველი არ არსებობს”- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი