თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, „აგარანის მამულში“ 18 ივლისს მომხდარ ინციდენტზე ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს ლაშა კაპანაძე და მარიამ დურგლიშვილი აღარ დაიცავენ.
“ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, რომ გიორგი დაკავების შემდგომ ყოფილიყო თავისუფალი და დაბრუნებოდა ოჯახს, რასაც მივაღწიეთ, თუმცა მოპოვებულ შედეგს სჭირდება შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა კლიენტის მხრიდანაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები. როდესაც დასაცავი პირი არ ასრულებს ადვოკატის ისეთ მითითებებს, რომელიც საქმისთვის აუცილებელია და წარმოადგენს დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის სტრატეგიის ნაწილს, ასეთ დროს ადვოკატი იძულებული ხდება ჩაეხსნას საქმეს, ვინაიდან ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.
მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ ადვოკატს, რომელიც გააგრძელებს ჩვენს დაწყებულ საქმეს და იმედია დაასრულებს ზუსტად იმ შედეგით, რომელიც ერთადერთ, სწორ და სამართლიანად მიგვაჩნია”,_ წერია განცხადებაში.














