თბილისის მეტროს სამ სადგურში: “ისანი”, “სამგორი”, “ვარკეთილი” მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო, მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვაგონში შესული მგზავრი, რომელსაც თან შვილი ახლდა, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა:
“დაჯდა თუ არა, ეგრევე გალურჯდა, შვილიც თან ახლდა. სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. მგზავრთაგან რამდენიმემ სწრაფად იმოქმედა, გულის მასაჟი გაუკეთეს, მაგრამ გონს ვერ მოიყვანეს. მერე სასწრაფოს ბრიგადაც მოვიდა და დიდხანს უკეთებდნენ მასაჟს, მაგრამ ვერ უშველეს”, – ჰყვებიან თვითმხილველები ჟურნალისტებთან.
„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფეხებულია. შეფერხების მიზეზი მს „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
















