რატომ შეიძლება იმედისა და რუსთავისთვის გადასახადის განწილადება, ხოლო კავკასიისთვის არა – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი მათზე დადებულ ინკასოს აპროტესტებს – ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ინკასოს უსამართლოდ ადებს კომპანიას.

როგორც ნინო ჯანგირაშვილი განმარტავს, სახელმწიფომ ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „რუსთავი 2-ს“ 55 მილიონი ლარის გადასახადი გადაუნაწილა 5 წელიწადზე, ხოლო „კავკასიას“ 29 ათასი ლარის დავალიანება არ გაუნაწილა 1 წელზე.

„გავგზავნეთ მოთხოვნა დავალიანების, 29 ათასის 1 წელზე განწილადებაზე -ერთ წელზეა აქ ლაპარაკი და არა ორ, სამ ან ხუთ წელზე, როგორც სხვა დიდი ტელეკომპანიების შემთხვევაში. განიხილეს და მოგვივიდა უარი, დაგვადეს ინკასო.

პანდემიას რომ თავი დავანებოთ და იმას რომ სახელმწიფო ინკასოებს კი არ უნდა ადებდეს, ქონების გადასახადის გადავადებაც მოვითხოვეთ ჩვენ. არ დავიღლები ამ კითხვის დასმით – რა ხდება „იმედის“ და „რუსთავის“ 55 მილიონთან დაკავშირებით, რა პროცესშია, რატომ არ ასაჯაროებენ. თუ მათთვის შეიძლება განწილადება, რატომ არ შეიძლება „კავკასიისთვის“ 29 ათასი ლარის განწილადება”, – აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიას ინკასო 2019 წლის 25 დეკემბერსაც დაედო. მაშინ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მოითხოვდა, რომ ყველა მაუწყებელი თანაბარ პირობებში ჩამდგარიყო, რადგან ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2-სა“ და „მაესტროს“ წლების განმავლობაში დაგროვილი მილიონობით ლარის დავალიანება აქვთ, მაგრამ მათ ანგარიშებს ყადაღა არ ედო.

banner
წინა სტატიაშიბოკერია პომპეოზე, რიშსა და მალინზე: ეს გზავნილები ქართველი ხალხის დახმარებაა
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოში ბულგარეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა