რატომ შეიძლება დავიჯეროთ, რომ პოროსენკომ ტრამპთან შეხვედრისთვის ფული გადაიხადა

ბრიტანულ “ბიბისი”-ზე გამოქვეყნებულმა სტატიამ, სადაც მოთხრობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაში ფული გადაიხადა, გაურკვევლობა და გაოცება გამოიწვია როგორც ჩვეულებრივ ხალხში, ასევე, ორივე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – “დოიჩე ველე” წერს.
პირველებმა იფიქრეს, რომ უღირსია მსგავს შეხვედრაში ფულის გადახდა და მით უმეტეს ამის საზოგადოებისგან დამალვა. მეორეები თვლიან, რომ ეს “ბიბისის” პროვოკაციაა და სასამართლო გარჩევით იმუქრებიან. რაც არ უნდა იყოს, ეს ისტორია სრულ უნდობლობაზე მიუთითებს: ჟურნალისტები პოლიტიკოსებს არ ენდობიან, პოლიტიკოსები კი ჟურნალისტებს, საზოგადოება კი ორივეს – გერმანული გამოცემა წერს თავის ანალიტიკურ სტატიაში.

“ბიბისი” ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა 400 ათასიდან 600 ათას დოლარამდე აიღო ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაში, რომელიც 2017 წლის ივნისში შედგა.
პოროშენკოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ინფორმაცია ტყუილია და ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. თუკი ეს არ მოხდება, კიევი ბიბისის” სასამართლოში ჩივილს პირდება. თეთრ სახლში ამბობენ, რომ მათ არაფერი იციან პოროშენკოს ფულების შესახებ, თითქოს, ფული რომ გადაეხადა, ეს ოფიციალურად უნდა გადაერიცხათ და რადგანაც ეს ასე არ არის, ამაზე საუბარი არ ღირს.

შეიძლება თუ არა რომ ფულის ხელზე გადაცემა მომხდარიყო? უკრაინაში ხომ ეკონომიკის უმეტესობა ჩრდილოვანია, საარჩევნო და პარტიული ბიუჯეტი კი გამჭვირვალე არ არის. ასე იყო კუჩმას, იუშენკოს, იანუკოვიჩის და პოროშენკოს დროსაც. მანამდე, სანამ უკრაინაში გამეფებულია ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია, ასეც გაგრძელდება.

მიიღო თუ არა ტრამპის ადვოკატმა პოროშენკოსგან ფული, მხოლოდ ორმა მხარემ იცის. “ბიბისი”, სავარაუდოდ, ამის დოკუმენტურ დადასტურებას ვერ შეძლებს. ბრიტანული მედიაკომპანია უკრაინის მთავრობაში არსებულ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას. თუკი გადახდა ქეშით მოხდა, ეს როგორ უნდა დაადასტურო დოკუმენტურად? ვერანაირად. სავარაუდოდ, ისტორიას დაივიწყებენ აშშ-შიც, უკრაინაშიც და ბრიტანეთშიც – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიგუა ზუგდიდის მერზე-“დამსდევდა ჩუ@ი მინდაო”
შემდეგი სტატიაკანადაში ორმა უცნობმა პირმა რესტორანში ბომბი ააფეთქა