რატომ შეადარა კახა მიქაიამ გიორგი მარგველაშვილი კენედის და რეიგანს?

გიხაროდენ!!!“კულუარები ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის, იმდენად ღიად ჩანს, რა ხდება. ე.წ საკონსტიტუციო რეფორმა დაკავშირებულია თივითმმართველობის რეფორმასთან. ერთი მრივ, ხელისუფლება მაჟორიტარების ინსტიტუტს აუქმებს და ეს კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, პროპორციულზე გადასული უმრავლესობა ირჩევს ხმოსნების მეშვეობით პრეზიდენტს და ეს აბათილებს წინა გადაწყვეტილებას. ფაქტობრივად, ჩაიშალა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღო პრეზიდეტის არჩევის წესთან გადაწყვეტილება და არცერთმა პარტიამ თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ მხარი ცვლილებებს არ დაუჭირა და დატოვა საკონსტიტუციო კომისაია. ეს ხომ ფაქტია, რომ ხელისუფლება ყველანაირ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. ეს უკვე აღარ არის დემოკრატია, როცა შენ მოქალაქეს უზღუდავ არჩევანს, ეს არის დემოკრატიის შიში, რასაც მოსდევს წაგების შიში. “ოცნების” ხელისუფლება იმდენად ბრიყვი კი არ არის , წინასწარ ვერ განსაზღვროს, რა შესაძლებლობები ექნება მას ერთ-ორ წელიწადში და თადარიგი დაიჭირა, რომ ადამიანებისათვის არჩევის უფლების წართმევით და დემოკრატიის შეზღუდვით მომავალში გამარჯვება გაინაღდოს. ოცნების ხელისუფლების ყველა ქმედება დამყარებულია შიშზე. აქედან გამოდინარეობს ის დაპირისპირებაც კულუარებში”-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია “ალიასთან” ინტერვიუში.
მე ვიცი, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში არის პატარა ჯგუფი, რომელსაც შიდა დაპირისპირება აქვს შევარდნაძის დამყაყებულ ჩინოვნიკებთან, პორტირებულ “ნაციონალებთან.” სამწუხაროდ, ისინი უმცირესობაში არიან. ამიტომ ისინი, ვინც ამას წინააღმდეგობას უწევენ და ითვალისწინებენ საზოგადოების აზრს, იმის შიშით, რომ მათ არ დაკარგონ პრივილეგიები და ადგილები, პრობლემები სააშკაროზე ვერ გამოაქვთ, ეს ხალხი, სამწუხაროდ, ბევრი არ არის იმისთვის, რომ ფრაქცია შექმნან, ამიტომ, ფაქტობრივად, ვიღებთ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას, პირველ რიგში, საზოგადოებაზე, შემდეგ პოლიტიკურ სპექტრზე. კიდევ ვიმეორებ ეს ყველაფერი ” ქარულ ოცნებას” მიიყვანს ბოლოს პოლიტიკურ კრახამდე. უბედურება ის არის, რომ განა რამდენი მაგალითი უნდა ნახოს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდეს, დემოკრატიის შეზღუდვა, ადამინის უფლებების დარღვევა, ერთპიროვნული მმართველობა, კონსტიტუციური უმრავლესობა, “მე ვარ და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა, ბოლოს მიდის კრახამდე. ხელისუფლების არგუმენტი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არის ასეთი-პრეზიდენტი ხმოსნებმა უნდა აირჩიონ და არა ხალხმა, იმიტომ რომ ჩვენ დემოკრატიასთან ერთად ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. დემოკრატიისა და სტაბილურობის სინთეზი ძალიან კარგია, მაგრამ აქ არის მთავარი ის, რომ იმ დონის დემოკრატიის სახელმწიფო, როგორც საქართველოა, ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ევროპული დემოკრატიისაგან, ევროპული სტაბილურობისაგან, ხალხს არ უნდა წაართვა არჩევანის უფლება. ბუნებრივი განვითარება უნდა მოხდეს საზოგადოების, რომ საზოგადოება ევროპულ დემოკრატიამდე განვითარდეს. ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება პრეზიდენტის არასახალხო წესით არჩევა. ჩვენ ორი გზის წინაშე ვდგავართ-ან ევროპა და დემოკრატია, ან პუტინი და რუსეთი. რაც აზრზე მოვედი, მას შემდეგ ვებრძვი რუსეთს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ გზის, რომელსაც ადგას “ქართული ოცნება” ზოგ შემთხვევაში და რითაც პუტინის ხელისუფლებას ემსგავსება.
– თქვენ მიანიშნებთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება პუტინის რუსეთის გზას ადგას?
– ერთია შენი გზის დეკლარირება და მეორე, რეალურად რა გზას ადგახარ და საით მიდიხარ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მას უნდა ევროპა, მაგარამ მათი საქმიანობა ასახავს ევროპულ გზას?… მათი ქმედება ადეკვატურია განსაზღვრული გზის? არა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა შეზღუდვა, რაც შეეხება არჩევნებს, არის უკან რუსეთისკენ, დსთ-სკენ და სიბნელისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ ვამბობ, რომ ქართველ საზოგადოებას არ უნდა შეუზღუდო არჩევანის უფელბა.
– პრეზიდენტმა კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა დაიწყო, თქვენი აზრით, რისთვის ემზადება გიორგი მარგველაშვილი?
-მე არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის ემზადებოდეს. გულწრფელად გეტყვით, გიორგი მარგველაშვილს ბევრ რამეში არ ვეთახმები. ის არ არის ძლერი პრეზიდენტი, მაგრამ ამათ ფონზე გიორგი მარგველაშვილი გამოჩნდა-კენედი და რეიგანი.” ქართულ ოცნებას” ვურჩევდი, სანამ რამეს იტყვიან, სანამ თავიანთი აზრების დეკლარირებას მოახდენენ, დაფიქრდნენ და ისე ილაპარაკონ. მათმა ბრიყვულმა გამონათქვამებმა, მათმა გაღიზიანებამ მარგველაშვილისადმი, მათმა ბოღმამ, უვიცობამ, არაკომპეტენტურობამ გამოიწვია ის, რაც დრეს მივიღეთ.


-ხელისუფლებამ ვერც ერთხელ ვერ შემოგვთავაზა ანტიკრიზისული გეგმა, საერთოდაც ისე იქცევა, თითქოს კრიზისი ეკონომიკაში თუ სხვა სფეროში არ არსებობდეს. პირველ რიგში, მათ კრიზისი საკუთარ გუნდში აქვთ ქურდი ჩინოვნიკების სახით.
ფაქტობრივად, ჩვენ ვდგავართ ეკონომიკური კრიზისის წინაშე, ანტიკრიზისული გეგმა რომ დაიდოს, ამას სჭირდება კომპეტენცია, ხოლო მარტო ბანკირობა და ფონანსიტობა არ შველის ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. ჩვენ არ გვყავს კომპეტენტური მთავრობა, პროფესიონალების გუნდი, ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ დგამს და მიჩანჩალებს, მხოლოდ რეაგირებს მომხდარზე და ვერანაირ პრევენციას ვერ ახდენს, კრიზისიდან გამოსვლის ან კრიზისის დაძლევის გეგმას წინასწარ ვერ დადებს. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ცუდ დღეში ჩავარდება და “ქართულმა ოცნებამ” არავის არაფერი არ უნდა დააბრალოს.
ძალიან ადვილია ვიღაცას დააბრალო, შენს გამო მჭირს ეს უბედურებაო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი, რაც სჭირთ, საკუთარ თავს დააბრალონ. ნათქვამია,-“რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”. ეს ანდაზა მათზეა ზედგამოჭრილი. ახლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ ყველაფერზე არ ფიქრობს ხელისუფლება, ხომ უნდა დაფიქრდნენ, სადამდე მიიყვანთ მათ ეს ყველაფერი, მაგრამ ამაზე არ ფიქრობენ და ხელისუფლება მხოლოდ ერთი რამით არის დაკავებული, როგორ შეინარჩუნოს ხელისუფლება 2020 წელს და ამისთვის ყველანაირ ხრიკს მიმართვს. საქართველოს ყველა ხელისუფლებას სისუსტედ მიაჩნია სხვისი აზრის გათვალისწინება, ეს ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა შენ არ ითვალისწინებ თანამოაზრის, ოპოზიციის, არასამთავრობოების, ჟურნალისტების აზრს და მაინც შენსას მიაჭენებ, უნდა იცოდე, რომ გადაიჩეხები.
-“ქართული ოცნების” ხელისუფლებას სამეგრელოში ნარკომანი ჩინოვნიკები ჰყავს, ამის შესახებ პირველმა თქვენ გაახამაურეთ, რამე შეიცვალა?
– სამეგრელოში მაღალი თანამდებობის პირი ნარკოტიკების მოხმარებაზე დააკავეს, საკრებულოს აპარატის უფროსს გრიგოლ იგივე “გრიხა” მიქავას ნარკოტესტი უნდა გაევლო, რაც მან არ გააკეთა. მთელი ხელისუფლება ამ ნარკომანს გვერდით დაუდგა, რომ ნარკოტესტი არ გაევლო. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, ზუგდიდში რა მდგომარეობაა?! გახსოვთ როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, ცნობილი ფრაზა იყო ასეთი,- ,,ბიძინამ დაგირეკა?” აინტერესებდათ, ვის აირჩევდა ბიძინა პარტნიორად. იცით, ახლა სამგრელოში მთავარი ლოზუნგი რა არის?-,,გრიხა მიქავამ მოშარდა?”… აი, ამ მდგომარეობაში “ქართული ოცნების” ხელისუფლება სამეგრელოში. ჰოდა, სამეგრლოს ხელისუფლებას ,,ალიას” საშუალებით ვეკითხები-გრიხამ მოშარდა.?!

წყარო: გაზეთი “ალია”

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში იმყოფებოდა ბიზნეს-დელეგაცია გერმანიიდან
შემდეგი სტატია„რისთვის ვიბრძოდი?!“ – გია ხუხაშვილი ღრმა პოლიტიკურ კრიზისსა და ანტიგმირების აღზევებაზე