კამათი და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა სხდომაზე – ოპოზიცია რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევას ითხოვს და აკრიტიკებს ხელისუფლებას პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებაზე.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ ითვალისწინებს პარტნიორების მოწოდებებს, პირიქით თავს ესხმიან მათ კრიტიკული განცხადებების გამო.
„ადამიანები, ვინც ახლა არიან უმრავლესობაში, მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ძალიან მძიმე ტვირთით უნდა იყვნენ და იცხოვრონ,“ – ამ სიტყვებით მიმართა დეკანოიძემ „ოცნებას“.
მომისმინეთ, ქალბატონო ხატია, მძიმე ტვირთი… რატომ პროვოცირებთ? მაგისთვის ხართ მოსული? დატრენინგებული ხართ, მძიმე ტვირთი თქვენ გადევთ მთელი ცხოვრება, რომელიც მიგყვებათ,“ – მიმართა დეკანოიძეს ოხანაშვილმა.
რატომ ვერ მოხერხდა, რომ არცერთი წარმომადგენელი ჩვენი საერთაშოროისო პარტნიორების, ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ეს კანონმდებლობა არ აქვს არცერთ იმ კანონმდებლობას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის,“ – ამბობს დეკანოიძე.
სანქციები დაუწესეთ რუსეთსო, არ გავაკეთეთ, გუშინწინ გამვიდა ბორელი და თქვა, სანქციებმა არ გაამართლაო, ახლაც იიგვე პოზიციაზე ხართ? სანქციები დაგვეწესებინა?“ – ამბობს ზარქუა.
ამერიკისგან ვიცავთ საქართველოს? 20 კმ დგას რუსის ჯარი და ხმა არ ამოგიღიათ არასდროს, რიუსი დამცველები ხართ? – ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ფიქრობთ, რომ არა, რომ ამ კანონს უკვე, ჯერ რომ არ ამოქმედებულა, ხელისუფლება იყენებს ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდისთვის, რაც უკანასკნელი 45 დღის განმავლობაში ნიავარი მოდის სახელისუფლებო მედიებიდან და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან,“ – ამბობს ხაბეიშვილი.