“რატომ მოუნდა საქართველოს რუსეთთან დაბრუნება?”-სენატორი რიშის შეკითხვა ეკა გიგაურს

“რატომ მოუნდა საქართველოს რუსეთთან დაბრუნება?”, – ამ შინაარსის შეკითხვა საუსვა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიშმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად აკეთებს ყველაფერს, რომ დაუახლოვდეს რუსეთის მთავრობას, თუ შევადარებთ საქართველოს ბალტიის ქვეყნებს. ისინი არიან გაერთიანებული და მტკიცეები თავიანთ გადაწყვეტილებაში, რომლებსაც არ უნდათ არანაირი საქმის დაჭერა რუსეთთან. აქვეა საქართველო, რომელმაც გადაიტანა რუსეთის მხრიდან ოკუპაცია, რატომ ხდება ასე, რომ საქართველოს მოუნდა რუსეთთან დაბრუნება”, – ჰკითხა სენატორმა რიშმა ეკა გიგაურს.

რაზეც გიგაურმა უპასუხა: “ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ დეზინფორმაციისა, რომელსაც წლების მანძილზე თვალყურს ვადევნებთ, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირში და NATO-ში და ეს არის ოფიციალური მონაცემები. ჩვენ აქ ვილაპარაკეთ გარკვეულ კანონებზე, მაგრამ სანამ კანონებს შემოიღებენ, ტარდება ძალიან დიდი დეზინფორმაციის კამპანია, სადაც ჩვენ ვხვდებით იმ გზავნილებს, რომლებიც რუსეთმა შემოიღო 2012 წელს, როგორც მაგალითად, არის, რომ ლიბერალური ჯგუფები ეწინააღმდეგება ოჯახურ ფასეულობებს, რომ ყველა, ვინც მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, ვერ იტანს და ყველა მათგანს სძულს ნაციონალური ფასეულობები და ისინი მხოლოდ ლგბტ უფლებებზე დარდობენ. ეს ძალიან რთული პროცესია იმიტომ რომ ისინი ცდილობენ, ოკუპაცია მოახდინონ საქართველოს მოქალაქეების გულებისა და ტვინებისა, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია და რა ხდება, რომ არის დესტაბილიზაცია, არის ტრენდები, რომელიც არის საოჯახო ფასეულობების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ხდებოდა და ხდება წლების განმვალობაში და მერე ადამიანებს უჩნდებათ ასეთი გრძნობა, რომ უნდათ ტ არა შეუერთდნენ იმ ქვეყნებს, სადაც ეს ფასეულობები არაა დაფასებული…”

banner
წინა სტატიაშირუსული კანონი მომზადებულია რეპრესიების ლეგალიზაციისთვის; აუცილებლად უნდა ვნახოთ, რომ ისინი, ვინც ასეთ კანონებს მიიღებს, დასანქცირდებიან – გიგაური სენატს
შემდეგი სტატია“ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, მოიშოროს თაღლითები” – სენატორი რიში