რატომ მიდის შს მინისტრი ამერიკაში?!

„გახარიას გაპრემიერება ყველაზე მეტად ოპოზიციას აწყობს“
რატომ მიდის შს მინისტრი ამერიკაში
გოჩა მირცხულავა: „ივანიშვილი მთავრობის მეთაურად არ უნდა დაბრუნდეს და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას თავი
დაანებოს“

რატომ მიდის გახარია სამთავრობო ცვლილებების წინ ამერიკაში, რატომ არ უნდა შედიოდეს მის ინტერესებში გაპრემიერება, რატომ უნდა თქვას უარი ღარიბაშვილმა შს მინისტრის პოსტზერ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ივანიშვილმა? _ ამ თემებზე „თაიმერს“ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.

_ ამ დღეებში აქტიურად დაიწყო საუბრები სამთავრობო ცვლილებებზე. ცვლილებები რომ იქნება ამას მამუკა ბახტაძეც ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის პოსტრი შიძლება გიორგი გახარიამ დაიკავოს. შს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილს ვიხილავთ. თქვენ რას იტყვით ასეთ ცვლილებებზე?

_ როგორც კი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე დაიწყო საუბარი, მაშინვე გააქტიურდნენ „ქართული ოცნების“ შიდა ჯგუფები. მომავალ პრემიერად რამოდენიმე ისეთმა გვარმა გაიჟღერა, რომ მათი ჰოპოტეტური აღზევებაც კი თავად „ოცნებისთვის“ და საბოლოოდ სახელიმწიფოსთვის იქნება დამაზიანებელი.

ყველა, ვინც დღეს მომავალ პრემიერებად გიორგი გახარიას ან ირაკლი ღარობაშვილს ასახელებს მიზანმიმართულად ან გულუბრყვილოდ აზიანებს „ოცნებას“ და გუნდში ხელოვნური დაძაბულობის ინსპირაციას ახდენს.

ყოფილ პრემიერს ახლა პირად ამოცანად უნდა ჰქონდეს არა ხელახალი პრემიერობა, არამედ საპარალამენტო არჩევნებისთვის მაქსიმალური პიროვნული ან გუნდური რესურსების კონცენტრანცია.

შესაბამისად, მისი ნებისმიერი მცდელობა ან ამბიცია, თუ ეს რეალურად გააჩნია, დაიკავოს პრემიერის პოსტი, მისი ლიდერისთვის და გუნდისთვის იქნება დამაზიანებელი. დარწმუნებული ვარ, თუ ასეთი რამ მოხდება, არა მხოლოდ ოპონენტები, არამედ მედიაც გამოალაგებს გარეთ ყველა „ჩონჩხს“, რომელიც ღარიბაშვილის წინააღმდეგ აქვთ კარადაში შენახული. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ, უნდა მიხვდეს, მისი პოლიტიკური მომავალი გუნდის შეამდგენლობაშია და არა ინდივიდუალურ ეპატაჟირებაში, სადაც ის ნამდვილად არ არის ძლიერი მოთამაშე. თან არსებულ ვითარებაში, როდესაც გარეთ 2019 წელია და არა 2013 ან 2014. ანუ, მეტად გაჭირდება მის მიერ „ოცნებისთვის“ სასარგებლო რეიტინგის აკრეფვა და არის საფრთხე მუდმივად აფეთქდეს ნაღმებზე, რომელიც მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდება.

რაც შეეხება გიორგი გახარიას. მინიმალური პოლიტიკური პრაგმატიზმის პირობებში პრემიერობა მან თავად არ უნდა ისურვოს, თუნდაც ლიდერის

_ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების პირობებში. ერთადერთი გარემოება მისი მეტ-ნაკლები რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპზე არის 20 ივნისის „შემომქმედი“ პოლიტიკური და ძალოვანი პერსონის დასახელება. მაგრამ რადგან ამ მოვლენიდან ლამის ორი თვეა გასული, ისრების გადატანა პოლიტიკურად წამგებიანი იქნება და ასევე დამაზიანებელი გუნდისთვის, რომელიც „თურმე ამ დრომდე მალავდა“ ფაქტებს და ხელს აფარებდა პერსონებს. შესაბამისად, აბსოლუტურად გაქრება მის მიმართ მინიმალური ნდობის ხარისხი თანაგუნდელებშიც კი.

_ იტყვის უარს გახარია პრემიერობაზე, თუ მას ამას ივანიშვილი შესთავაზებს?

_ გახარია, მიუხედავად იმისა ვის მოსწონს ის და ვის არა, ნამდვილად არის გონიერი ადამიანი და მან სხვა რისკებიც უნდა გაითვალისწინოს, პირველ რიგში პოლიტიკური. საარჩევნო პერიოდში ის ვერ იქნება სანდო პოლიტიკური ოპონენტი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ოპოზიციისთვის, არამედ ქვეყნის გარეთაც, მიუხედავად იმისა ამაზე ისაუბრებენ ღიად თუ არა საერთაშორისო აქტორები. მის მიმართ მუდამ იქნება უნდობლობა. რა არის ამაში სიმართლა და რა არა მოდით მეორე მხარეს გადავდოთ, მაგრამ ფაქტია, რომ პიარის დონეზე მან და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შესძლეს გაექარწყლებინათ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამეგრელოში მოხდარი ცალკეული ფაქტები. და მასთან გახარიას კავშირი, რამაც იგი მაშინ ძალიან დააზიანა. ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დასავლეთი.

არის სხვა მომენტებიც და მერწმუნეთ – გახარიას საწინააღმდეგოდ კარადაში გადანახული „ჩონჩხები“ რაოდენობრივად უფრო მეტი, შინაარსობრივად კი უფრო წონადი იქნება და ამის გააზრება თავად გახარიასთვის ძნელი არ უნდა იყოს.

ამ ვითარებაში, ვისაც პოლიტიკურად ყველაზე მეტად აწყობს მისი გაპრემიერება არის ოპოზიცია, რადგან დაზიანებული პრემიერი მუდმივად იქნება დარტყმის ობიექტი და პოლიტიკური ტენმპერატურის ნებისმიერ დროს აწევის მაპროვოცირებელი ფაქტორი. ვფიქრობ თავად გახარია და ბიძინა ივანიშვილიც ამ გარემოებებს და იმასაც, რისი გახმოვანებისგან ახლა თავშ შევიკავებ, უკეთ აცნობიერებენ და ქართულ საზოგადოებას მორალური ტერორის ქვეშ არ დააყენებენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება ადეკვატური და საკმაოდ მკაცრი პასუხი.

_ პრემიერის პოსტზე სხვა კანდიდატურებიც სახელდებიან, მათზე რას იტყვით?

_ პრემიერის კანდიდატურად პერიოდულად ჟღერდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ბაქრაძის სახელიც. ამ შემთხვევაში ივანიშვილმა და მისმა გუნდა უნდა გაიაზრონ, საერთოდ რატომ ცვლიან პრემიერს? რომელი ამოცანების გადასაწყვეტად? თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ბაქრაძე რომ ამ საკითხს მინიმალურად ვერ მოაგვარებს, ცხადია. აქ გუნდზე არაა საუბარი, ეკონომიკური მიმართულებით მომავალი პრემიერის ცოდნასა და გამოცდილებაზე ვაპელირებ. ამავდროულად, მიმაჩნია, რომ ბაქრაძე აუცილებლად უნდა მოხვდეს ახალ მინისტრთა კაბინეტში პირველი ვიცეპრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელით. ეს სჭირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, მისი კანდიდატურის განხილვა საერთოდ არარელევანტურია და ამჯერად ამ სიტყვების დამდასტურებელ „ჩიხებს“ მე არ გამოვფენ გარეთ. ეს არარელევანტურობა შინაასობრივად თავად ცქიტიშვილსაც უნდა ესმოდეს და ბატონ ივანიშვილსაც.
_ თავად ივანიშვილი რომ დაბრუნდეს პრემიერად? მედიაში ამ მოსაზრებამაც გაიჟღერა.

_ თავად ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ პოსტზე არ დაბრუნდება ესეც ცხადია. საჯარო პოლიტიკა არ არის მისი ძლიერი მხარე და მიუხედად უამრავი პროვოცირებისა ის ამ ნაბიჯს სავარაუდოდ, არ გადადგამს.
_ ივანიშვილი არ ბრუნდება, არცერთი დასახელებული კანდიდატურა მისაღები არ არის. მაშინ ვინ უნდა შეცვალოს ბახტაძე?

_ აქ არის მარტივი გამოსავალი. ბატონმა ივანიშვილმა ერთპიროვნულად არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მომავალ პრემიერთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს საპარლამენტო უმრავლესობასთან.

_ რატომ უნდა დაიწყოს უმრავლესობასთან კონსულტაციები, აქამდე არავის არაფერს უთანხმებდა.
_ იმიტომ რომ საბოლოოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ მათზე მოვა და ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც კი არის გუნდის პოზიცია იცოდეს და მათთან კონსულტაციებით მიიღოს გადაწყვეტილება „ოცნებამ“. არ არის ახლა 2012 , ან გნებავთ 2016 წელი. ეს კარგად უნდა ესმოდეთ „ოცნებაში“ და ზედმეტად თავდაჯერებულები ნუ იქნებიან. ნურც ის დაავიწდებათ, რომ არც პარლამენტშია მთლად დავარცხნილი ვითარება და არც იმ უმრავლესობაში, რომელმაც მინიმუმ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს, სხვა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე არაფერს ვიტყვი.
ივანიშვილს აღარ გამოუვა, რომ „ოცნების“ დეპუტატები მხოლოდ პულტზე ხელის დამჭერებად აქციოს. ნუ დაავიწყდებათ მაჟორიტარებიც, რომლებიც მომავალ პარლამენტში შეიძლება ვეღარ მოხვდნენ. არადა საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად მათი ხმებიც საჭიროა. მომავალ პარლამენტში დღებვანდელი უმრავლესობის წევრთა ნაწილიც ვერ მოხვდება, იცანიშვილი მათ გაღიზიანებასაც უნდა მოერიდოს. მათ შეიძლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ დაუჭირონ მხარიი. და მერე რას ეტყვის „ოცნება“ ამომრჩეველს?
დღეს სულ სხვა ვითარებაა ქვეყანაში და მმართველ გუნდში. ამიტომ ვამბობ, რომ ივანიშვილმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება აღარ უნდა მიიღოს. მან მომავალი პრემიერის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმებით უნდა შეარჩიოს.
_ ისევ გახარიას დავუბრუნდები, რომელსაც ტქვენ ურჩევთ რომ პრემიერობას არ დათანხმ4დეს. „თაიმერის“ ინფორმაციით, ის ამ დღეებში ამერიკაში მიემგზავრება. არის ვარაუდი, რომ ვაშინგტონში ის სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრებს. გახარია აშშ-ში მაისის თვეშიც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ამ ვიზიტის დეტალები არ გახმაურებულა. თქვენი აზრით, რატომ მიდის შს მინისტრი ამერიკაში?

_ ქვეყანას აქვს გარკვეული საფრთხეები. ნუ დაგვავიწყდება, რომ გახარია იმავდროულად არის ვიცეპრემიერი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ძალოვან სტრუქტურებს ის კურირებს. შესაბამისად, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კოორდინაცია საჭიროა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ მისი ამერიკაში წასცლა არ არის სპონტანური გადაწყვეტილება. ეს ვიზიტი კარგა ხანია რაც დაიგეგმა.

_ მანამდე დაიგეგმა ვიდრე სამთავრობო ცვლილებებზე ალაპარაკდებოდნენ?
_ ბევრად ადრე დაიგეგმა. მას ვაშინგტონში მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება, მაგრამ არა მგონია იქ იმაზე დაიწყოს საუბარი, პრემიერობას ვაპირებ, ან საკადრო ცვლილებებს ვგეგმავთ და თქვენ რას გვეტყვით.

ასეთი ვიზიტების დროს, სამთავრობო ცვლილებებს, როგორც წესი, არ ათანხმებენ ხოლმე. პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისითაც, ასეთ საკითხებზე საუბარი მიუღბელია.

იმას არ ვიტყვი, რომ ამერიკას არ აინტერესებს გახარია. დასავლეთი ყველა ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის შს მინისტრსაც აკვირდება. თუმცა მათ სულ სხვა რამის გაგება უნდათ. მათ ნაკლებად აინტერესებთ, ვინ გახდება პრემიერი, დასავლეთისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რამდენად სტაბილური ვითარებაა საქართველოში, საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული
შემდეგი სტატიაყველაზე ძვირიანი უბნების სტატუსს ინარჩუნებენ ვაკე, მთაწმინდა და საბურთალო