რატომ ისაუბრა პრემიერმა რუსულად სუამ-ის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე – ირაკლი ჩიქოვანი განმარტებას აკეთებს

მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, სუამ-ის სამიტზე გიორგი გახარიას რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ განაცხადა.

ჩიქოვანმა განმარტა, თუ რატომ ისაუბრა კიევში გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსულად.

“ვფიქრობ, ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის, ზოგადად მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა სოფიო ქაცარავასა და აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება სცნო
შემდეგი სტატიაგენერალური პროკურორის პოსტზე შესაძლოა ბაკურ აბულაძე დაინიშნოს