რატომ იცავს რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრს

გაგიკვირდებათ ეკონომიკის მინისტრი რომ დავიცვა? რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც უნდა დავიცვა.
ერთდროულად სამი ახალი მინისტრის-ფინანსთა, ეკონომიკის და განათლების მინისტრების დანიშვნა იყო შეცდომა. არ იყვნენ მზად პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად. ეკონომიკის მინისტრი ვერ ერკვეოდა ადგილობრივ ვითარებაში, სრულიად გამოუცდელი იყო პოლიტიკაში და მისადმი ნდობას ამცირებდა რუსეთში მრავალწლიანი საქმიანობის და ცხოვრების ფაქტი. ისე წავა, ბოლომდე ვერც მიხვდება სად მოხვდა, ვისთან მოხვდა და რატომ მოხვდა.
მიუხედავად მისი და უფრო მეტად მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ჩვენს მიერ მკაცრი კრიტიკისა, მასზე ვერ იტყვი, რომ ინტრიგანია, კორუმპირებულია და როგორც ამბობენ, ეურჩება კიდევაც ივანიშვილის ბიზნესკლანის სურვილებს. უნდათ საკუთარი(და ივანიშვილის) ინტერესების უსიტყვოდ შემსრულებელი დასვან.
ფინანსთა და განათლების მინისტრები პირიქით, კარგად ჩაეწერნენ საჭირო სქემაში, მაგრამ მათაც დიდი
დღე არ უწერიათ სხვა მიზეზების გამო.
ისე, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება. საბოლოოდ, შუშის სასახლის თეზისების გამტარებლები იქნებიან-წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: ივანიშვილს შეთავაზეს გეგმა,რომლის მიხედვითაც ის მიიღებს …
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ განთავსებული სათამაშო აპარატები ამოიღო