“რატომ გგონიათ, რომ პარლამენტში პოლიტიკანი უნდა იყოს და არა მეცნიერი?!”

პარლამენტის დეპუტატი დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ პარლამენტში მხოლოდ “პოლიტიკანი” არ უნდა იყოს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება ბიზნესმენიც და მეცნიერიც იყოს.

“არც ბიზნესმენი და არც მეცნიერი, მით უმეტეს მეცნიერი, ეს არ არის უარყოფითი ცნება პარლამენტში ყოფნისთვის. თქვენ რატომ გონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი…მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. მეორე – მე არ მომწონს ის კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ შეცვლას – ეს ცოტაა?! და მესამე რაღა თქმა უნდა აუცილებლად გადასახედია, მთელი ის დასტა კანონებისა, რომელიც მიუღებლად მიმაჩნია, რომელიც ჩადებული ნაღმებია კანონმდებლობაში სხვადახვა ხელისუფლებების მიერ. რომლის წაკითხვა ორჯერ და სამჯერ სხვანაირად შეიძლება და რომლითაც ბევრჯერ ტყუვდება ხალხი. ამას ვაპირებ და რომელი პოლიტიკანი აპირებდა ამას?!”,-ამბობს ზილფიმიანი.

banner
წინა სტატიაში“კომუნისტურ პარტიას ეგონა, მას ეკუთვნოდა ცაც, დედამიწაც, ღრუბლებიც და ვარსკვლავებიც, დღეს ასე ჰგონია ირაკლი კობახიძესაც”
შემდეგი სტატიასოფელ მუჟავაში ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა