რატომ განიცადეს „რუსკი კარაბლის“ „პასაჟირებმა“ ქალბატონი დეგნანის წალენჯხიაში სტუმრობა ისე მწარედ, რომ ფეიკნიუსი ფეიკნიუსზე გამოაცხვეს?

ე.წ. ფეიკნიუსი, ანუ მიზანმიმართულად ტყუილი და მოგონილი ახალი ამბავი სოციალური მედიის ერთ-ერთი უკურნებელი სენია, სენი, რომელიც განსაკუთრებით ქართულ მმართველ ელიტაშია მოდებული.

ის, რომ „ოცნება“ „ფეიკნიუსების“ „კეთებაში“ დაოსტატებულია და ამ მხრივ ბადალი არ მოეძებნება, ყველამ კარგად იცის. ივანიშვილის გუნდს შეუძლია, შავზე თქვას, თეთრიაო და პირიქით, თან ეს ისე გააკეთოს, რომ სინდისმაც არ შეაწუხოს. ამის ნათელი მაგალითი თუნდაც ისაა, რომ მთელი „საქოცეთი“, დიდიან-პატარიანად, გაფუჭებული პატეფონივით იმეორებს, დასავლეთს და მათ შორის, აშშ-საც ერთი სული აქვს, საქართველოს ომში როდის ჩაითრევსო.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ომში ჩათრევაზე ლაპარაკი ჩვეულებრივი რუსული ნარატივია და მეტი არაფერი. ისიც რუსული დეზინფორმაციული მანქანის შეკვეთაა, „ალტ ინფო“, „პოსტ ტვ“ და, ზოგადად, ყველა, ვინც „ქართული ოცნებასთან“ გონებრივადაა გათანაბრებული, საქართველოში აშშ-ს ელჩს ლამის ომს რომ უცხადებს და ქალბატონ კელი დეგნანს ცოცხლად მარხავს.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ამ შტურმით ქალბატონ დიპლომატს არაფერი აკლდება, სამაგიეროდ, „რუსული ოცნების“ მიმდევრები საფლავს საკუთარი ხელით ითხრიან. ამ საფლავზე შავი ლოდის დადების ტოლფასი კი – არც მეტი, არც ნაკლები – კელი დეგნანის წალენჯიხაში სტუმრობა გახლდათ.

რატომ განიცადეს „რუსკი კარაბლის“ „პასაჟირებმა“ ქალბატონი დეგნანის წალენჯხიაში სტუმრობა ისე მწარედ, რომ ფეიკნიუსი ფეიკნიუსზე გამოაცხვეს? – ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს და აი, როგორი:
წალენჯიხა მთელ საქართველოში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველობაში ოპოზიციაა და შესაბამისად, ეს მუნიციპალიტეტი დემოკრატიის ჰაბია. „რუსკი კარაბლის“ „პასაჟირ“ „მეოცნებეებსა“ და მათ პოლიტიკურ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს კი დემოკრატიაზე ისეთივე ელეთ-მელაეთუი ემართებათ, როგორც მაგალითად, უხსენებელს მანგუსტის.

სიტყვამ მოიტანა და, „ოცნებაც“ ხომ უხსენებელია, პოლიტიკური უხსენებელი.

ზოგადად, დაკვირვება ერთ რამეს ცხადყოფს: ფეიკნიუსს ისინი იგონებენ, რომლებმაც იციან, რომ იძირებიან, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფეიკნიუსი ერთგვარად ხავსის ფუნქციას ასრულებს.

„ოცნებაც“, „რუსკი კარაბლისა“ არ იყოს, იძრება და ჰგონია, თუ იგივე კელი დეგნანს თავს დაესხმევა და ათასგვარ ტალახს ესვრის, გადარჩება, მაგრამ ძვირფასო ქოცებო, თქვენი ყიამყრალობით გამოცდილ ამერიკელ დიპლომატს არაფერი დააკლდება, ანუ „ქოცური გოთვერნობით“ ქალბატონ კელი დეგნანს მამალ ბუზსაც ვერ აუფრენთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ამ ტყუილების გამო პასუხს აუცილებლად აგებთ და, მინიმუმ, იმას მოიმკით, რომ მთელ მსოფლიოში თითით საჩვენებლები გახდებით და ყველას ეცოდინება, რომ თქვენ ვაზელინწასმული ადამიანები ხართ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ თუ ვაზელინს ვერ იშოვიან, ოლიგარქს უვაზელინდოაც „შეეტენონ“. შეტენვა კი, ვაზელინით თუ უვაზელინოდ, მაინც შეტენვაა!

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მმართველი ელიტა, თავისი ფეიკუსშტაბაშებით „რუსკი კარაბლის“ „პასაჟირია“ და ახლა, მხოლოდ კელი დეგნანს კი არა, მთელ დედამიწასაც რომ ტყუილი ამბები მოუგონოს, „რუსკი კარაბლის“ რეალობისგან თავს მაინც ვეღარ გადაირჩენს!

banner
წინა სტატიაშიპარალელური რეალობის შექმნის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან ჰქვია, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი – მდინარაძე
შემდეგი სტატიაგიგა წულეისკირი: „სფერო ჰოლდინგი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,  რომ გრიგოლეთს სოფლის კი არა კურორტის სტატუსი ჰქონდეს