23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

რატომ გაითიშა ელექტროენერგია მთელ ქვეყანაში?- სემეკმა 24 ივლისის ავარიის პირველადი შედეგები წარადგინა

“24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან… საქართველოს ელექტროსისტემას უნდა ემოქმედა ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის” ,_ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2026 წლის 24 ივლისს მომხდარ სასისტემო ავარიასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა:

 „აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი – გახლავთ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი – საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილში“ ,_ აცხადებენ სემეკის სამუშაო ჯგუფში პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით.

 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი რამდენიმე საათით ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისეს-მა თბილისში კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს