რატომ გადმოისროლეს რუსებმა აფხაზეთში ყირიმიდან დამატებითი ძალები

დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

რუსებს სხვისი მიწების მიტაცება ისე გაუჯდათ სისხლში, რომ მათი შემჩერებელი პანდემიაც კი არ არის. რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ, ოკუპაციადანატრებული რუსი “სალდაფონები” ქარელის რაიონის სოფლებს შეესივნენ.  უყურადღებოდ მათ არც აფხაზეთი მიუტოვებიათ. აქ ყირიმიდან გადმოსხეს დამატებითი ძალები.
რა ჩაიფიქრეს რუსებმა და რატომ ვერ აჩერებს მათ იმპერიულ ზრახვებს პანდემია?- ამის შესახებ „თაიმერს“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრება.

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა– რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. ამ დროს მათ ქართული მიწების ოკუპაციისთვის მაინც მოიცალეს და ახლა ქარელი რაიონის სოფლებს არიან შესეული. რა ჯანდაბა უნდათ, რა ვერ აჩერებთ?
– რუსეთი არის იმპერიალისტური ქვეყანა. მათზე არც ვირუსი მოქმედებს და არც რელიგიური დღესასწაულები. ისინი ყოველთვის მოქმედებენ იმპერიული ზრახვებით. გაგახსენებთ 1993 წლის ოქტომბერს. 2 ოქტომბრისთვის უკვე მთელი აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებული იყო რუსების მიერ. იმ დროს ელცინი მოსკოვის ცენტრში ტანკებით ბომბავდა “გოსდუმას”. ხელისუფლება ორად იყო გაყოფილი და ამ დროს რუსული ჯარები სოხუმზე ახორციელებდნენ შტურმს და იპყრობდნენ ქართულ მიწებს.
ახლაც იგივე სიტუაციაა. ახლა ადამიანები მოსკოვში და მთელს რუსეთში ვირუსით იხოცებიან, კატასტროფის წინაშე დგანან ამის მიუხედავად ისინი აგრძელებენ ქართული მიწების ანექსიას. ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. ის რაც დღეს, 17 აპრილს მოხდა ქარელში, ამას აუცილებლად ექნება გაგერძელება. სხვა ტერიტორიების ხელში ჩაგდებასაც ეცდებიან. ამ სიტუაციაში ახალი მიმართულება იქნება ავტობანი. ძალიან საყურადღებოა ის, რაც ახლა აფხაზეთში ხდება. 16 აპრილს ყირიმიდან სოხუმში დაიწყო ჯარების გადმოსროლა.
– რა ჯარების?
-რუსული ჯარების. ეპიდემიასთან საბრძოლველი პოლკია. მთელი ეს პოლკი მოხსნეს ყირიმიდან და აფხაზეთში გადმოისროლეს. ვითომ აფხაზეთს დეზინფექცია უნდა ჩაუტარონ.
– ამის არ გჯერათ?
– მიჭირს ამის დაჯერება, რადგანაც ყირიმშიც ძალიან მძიმე ვითარებაა. ამიტომ მაქვს ბევრი კითხვები.  აფხაზეთში მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ჯარების დამატება კითვხის ნიშანს აჩენს. მოვუწოდებ უსაფრთხოების სამსახურს რომ მათ ოპერატიულად იმოქმედონ.
– სუსი ახლა 20 ივნისზე აკეთებს განცხადებებს და შეიძლება ამისთვის არ სცალიათ..
– განცხადებები აკეთონ, მაგრამ ოპერატიული სამუშაოებიც გაატარონ. უნდა ჰქონდეთ ყველა ინფორმაცია, თუ რა ხდება აფხაზეთში. ეს ინფორმაციები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს უნდა მივაწოდოთ. მესმის რომ პანდემიის გამო მძიმე ვითარებაა, მაგრამ ამ ამბავს რეაგირება უნდა მოჰყვეს. საჭიროა საგარეო უწყების კარგი მუშაობა. რათა ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს. ჩემი ინფორმაციით, სიტუაცია დამძიმებისკენ წავა. მიწების ანექსიას არ შეწყვეტენ.
– კორონავირუსთან დაკავშირებით აფხაზეთში რა ხდება, რაკი დამატებითი ძალები გადმოისროლეს, ალბათ მძიმედ არის საქმე.
– ძალიან მძიმეა. პირბადეებიც კი არ აქვთ. აქედან გაუგზავნეს გალის მოსახლეობას, მაგრამ სოხუმიდან ჩამოვიდნენ და წაართვეს. მოგეხსენებათ რომ აფხაზეთში ყველა რუსულ პენსიას იღებს, მათ შორის გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველები. გუშინ, 16 აპრილს მათ პენსია შეუჩერეს.
– რატომ შეუჩერეს?
– იმიტომ რომ ქართველები არიან.
– ეთნიკური ნიშნით მოხდა მათთვის პენსიის შეჩერება?
_ დიახ. მხოლოდ იმიტომ აღარ აძლევენ პენსიას, რომ ქართველები არიან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური მიდგომა.
– ამ დროს ჩვენ აფხაზებს ვღებულობთ და უფასოდ ვმკურნალობთ.
– ჩვენ ყველას თავს ვევლებით.
– არადა ზოგს აქ იმედი ჰქონდა, ბჟანია ჩვენს მხარესააო.
– არანაირი ჩვენს მხარეს არ არის. აფხაზეთის ე,წ, პრეზიდენტი არის პროაფხაზური პოლიტიკოსი. არ მესმის რატომ გაჩნდა ასეთი მოლოდინები. მან თქვა რომ მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის. იქვე დაამატა, რომ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფალი ისე დაელაპარაკება.
– ამას არძინბაც ხომ ამბობდა?
– ამბობდა. ამიტომ ბჟანიაზე იმედის დამყარება არ შეიძლება. ჩვენ ჩვენი სამოქმედო გეგმა უნდა შევიმუშავოთ. აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ რა მიზნით გადმოისროლეს ყირიმიდან აფხაზეთში დამატებითი ძალები.
– თქვენ რა ვერსია გაქვთ?
– აფხაზეთში 28 რუსული სამხედრო ბაზაა,. სავარაუდოდ ამ ობიექტებს ჩაუტარებენ დეზინფექციას. აფხაზეთისთვის მეეჭვება მოიცალონ. მაგრამ მარტო ამისთვის არ იქნებიან ჩამოსულები. რაღაც სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. ამიტომ არის საჭირო სუსმა იმუშაოს კარგად.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისოფელ კურზუში, 24 წლის 9 თვის ორსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიაახლა, ამ სასტიკ ომში, იძულებულნი ვართ რაღაცა დავთმოთ, რათა ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ